Categories
Android Hardware

Sony გამოუშვებს ფლაგმანურ სმარტფონს LT30-ს

ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კომპანია Sony Mobile Communications გამოუშვებს ფლაგმანურ სმარტფონს LT30-ს. იუწყებიან, რომ ფლაგმანური აპარატი მიიღებს სენსორულ დისპლეის 4,6-დიუმიანი დიაგონალით, რომლის გარჩევადობაც იქნება 720×1280 წერტილი. ნახსენებია 13-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით 1080p ფორმატში. სმარტფონის აღჭურვილობაში, ასევე შევა წინა კამერა, რომელსაც შეეძლება მატერიალების გადაღება 720р ფორმატში.

მოდელ LT30-თვის გათვალისწინებულია MHL (Mobile High-Definition Link) ტექნოლოგიის მხარდაჭერა. კომუნიკატორი აღჭურვილი იქნება მეტალის უკანა საფარით. მისი ზომები შეადგენს 129×68×9 მმ-ს, ხოლო წონა — დაახლოებით 140 გ. სავარაუდოდ, პროგრამული პლატფორმის როლს შეასრულებს ოპ. სისტემა Android 4.0 Ice Cream Sandwich. სიახლის გაყიდვების დაწყების თარიღი არ სახელედება.

წყარო: GSMArena.com.

Categories
Hardware Samsung

Samsung 75ES9000: LED-ტელევიზორი 75-დიუმიანი დიაგონალით

კომპანია Samsung-მა სამხრეთ კორეაში დაიწყო ფლაგმანური ტელევიზორის 75ES9000-ის გაყიდვები, რომელიც აღჭურვილია შუქდიოდური განათებით. პანელს გააჩნია 75-დიუმიანი დიაგონალი, ხოლო მისი გარჩევადობა — 1920×1080 პიქსელი (ფორმატი Full HD). სიახლე  ხასიათდება ხილვადობის დიდ კუთხეებით, კარგი ფერების გადმოცემით და თხელი ჩარჩოთი. მხარდაჭერილია 3D-კონტენტთან მუშაობა.

ტელევიზორს აქვს უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი და ჩაშენებული ვებ-კამერა. ის იძლევა ვიდეო-სეანსების ჩატარების, მრავალ გასართობ და ინფორმაციულ ინტერნეტ-რესურსთან წვდომის საშუალებას. კონკერეტულად YouTube-ის ვიდეოჰოსტინგთან და სოციალურ ქსელ Facebook-თან. პანელის სხვა განსაკუთრებულობებს შორის ნახსენებია, ბრძანებების და ჟესტებით საშუალებით მართვის მხარდაჭერა. 75ES9000-ის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 17 500 დოლარს. სამხრეთ კორეის ბაზრის გარეთ, გაყიდვები დაიწყება მიმდინარე წლის მიწურულს.

წყარო: CNET News.

Categories
Hardware Samsung

Samsung-მა განაახლა Series 7-ის მონობლოკების ხაზი

კომპანია Samsung-მა Series 7-ის „ყველაფერი ერთში“ კლასის სამაგიდო კომპიუტერები გადაიყვანა Intel Ivy Bridge-ის აპარატულ პლატფორმაზე. მონობლოკები აღჭურვილები არიან მესამე თაობის Core i5-ის პროცესორებით, რომლებიც შესრულებულია 22-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა არ კონკრეტდება.

კომპიუტერს აქვს მყარი დისკი მოცულობით 1 ტბ, ოპტიკური მიმღები, მაღალ ხარისხიანი JBL დინამიკები, ვებ-კამერა, ქსელის ადაპტერი Gigabit Ethernet და ასევე უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები.

23-დიუმიან სენსორულ დისპლეის გააჩნია 1920×1080 წერტილი (ფორმატი Full HD) გარჩევადობა და სიმკვეთრე 250 კდ/მ². გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს დისკრეტული ამაჩქარებელი AMD Radeon 6470M. გარდა ამისა, ნახსენებია ჩაშენებული TV-ტუნერი და HDMI ინტერფეისი. განახლებული მონობლოკები გაყიდვაში გამოვა 1 500 დოლარად.

წყარო: SlashGear.

 

 

Categories
Google Hardware

Google I/O: წარმოდგენილია „ჭკვიანი“ სათვალეები

Google-ის ერთერთმა დამაარსებელმა, სერგეი ბრინმა, Google I/O-ს კონფერენციაზე სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ) ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს  Project Glass-ის პროექტი — უფრო სწორად, სატარებელი კომპიუტერის შექმნის შესახებ. შეგახსენებთ, რომ Google ამზადებს კომპიუტერ-სათვალეებს: კომპანიის ჩანაფიქრით, მოწყობილობა შეძლებს სხვადასხვა ინფორმაციის (მაგალითად, ნავიგაციური ინსტრუქციების ან ამინდის პირობების შესახებ) ჩვენებას და ამასთანავე გარშემო სივრცის დანახვას. თეორიულად გაჯეტის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ ხმოვანი ბრძანებების განხორციელებას, ვიდეოსიანსების ჩატარებას, სხვადასხვა შეტყობინებების მიღებას, მუსიკის მოსმენას და ა.შ.

სათვალეების ახლანდელ ვერსიას აქვს უკაბელი კავშირის მიკროჩიპი, კამერა, გამჭვირვალე ინფორმაციული დისპლეები, მართვის სენსორული პანელი და ღილაკები ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის.  მოწყობილობა ზომით უტოლდება ჩვეულებრივ მზისგან დამცავ სათვალეებს. გაჯეტის დემონსტრირებისთვის Google-მა მოიწვია რამოდენიმე პარაშუტისტი, რომლებიც სათვალეების გააქტიურებული კამერით გადმოხტნენ  შენობის სახურავიდან სადაც მიმდინარეობდა Google I/O-ს კონფერენცია და რომლის სიმაღლეც არის 2 100 მეტრი. ამავდროულად ღონისძიების მონაწილეებს შეეძლოთ გადმოხტომის პროცესის ყურება პარაშუტისტების თვალებით.

გენერალური დირექტორის სერგეი ბრინის სიტყვებით, სათვალეების ვერსია დეველოპერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება 2013 წელს 1 500 დოლარად. ამის შემდეგ იგეგმება სამომხმარებლო მოდელის გამოშვება: ის გაყიდვაში გამოვა ერთ წლის მოგვიანებით დეველოპერებისთვის განკუთვნილი ვარიანტის შემდეგ და ეღირება უფრო იაფი.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=uh-liQDE3cM[/youtube]

წყარო: Reuters.

Categories
Google Hardware

Google I/O 2012: Nexus Q

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა Android ეკოსისტემისთვის შექმნილი აქსესუარი Nexus Q, რომელიც მინი მედია ცენტრს წარმოადგენს სხვა და სხვა მულტიმედიური მოწყობილობებისათვის.

მისი ტექნიკური სპეციფიკაციებია:

პროცესორი:

OMAP4460 (ორბირთვიანი ARM Cortex-A9 CPU დაSGX540 GPU)

მეხსიერება:

1GB LPDDR RAM
16GB NAND ფლეშ მეხსიერება

OS

Android 4.0 (Ice Cream Sandwich)

კავშირი:

Wi-Fi 802.11a/b/g/n
Bluetooth
NFC

გამაძლიერებელი

25W  D კლასის  (12.5 ვატი არხზე)

ფოსოები და პორტები

Micro HDMI (ტიპი D)
TOSLink ოპტიკური აუდიო (S/PDIF)
10/100BASE-T Ethernet (RJ45)
Micro AB USB (სერვისისათვის)
Banana jack დინამიკების გამოსავალი

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=s1Y5dDQW4TY[/youtube]

წყარო: Google.

Categories
Hardware

HTC ამზადებს სამ სმარტფონს Windows Phone 8-ის პლატფორმაზე

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია HTC წლის ბოლომდე გამოუშვებს კომუნიკატორებს Rio-ს, Accord-ს და Zenith-ს Windows Phone 8-ის ოპ. სისტემის მართვის ქვეშ. წინასწარი მონაცემებით, Rio მიიღებს Qualcomm-ის პროცესორს Snapdragon S4-ის შემადგენლობიდან და 4-დიუმიან სენსორულ WVGA (480×800 წერტილი) ფორმატის დისპლეის. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს. ნახსენებია 5-მეგაპიქსელიანი კამერა და HSPA ქსელების მხარდაჭერა.

აპარატი Accord აღჭურვილი იქნება ორბირთვიანი Snapdragon S4-ის ჩიპით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 4,3-დიუმიანი Super LCD 2 თაჩსქრინით, რომლის გარჩევადობაც არის 720×1280 წერტილი (720p). სხვა მახასიათებლებს შორის, ასევე ნახსენებია კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, HSPA+ ქსელების და NFC ტექნოლოგიის მხარდჭერა.

ყველაზე მძლავარი მოდელი Zenith მიიღებს 4-ბირთვიან Snapdragon პროცესორს, სენსორულ Super LCD 2 დისპლეის დიაგონალით 4,7-დიუმი (ფორმატი 720р) და ასევე 8-მეგაპიქსელიან კამერას.

სიახლეების გაყიდვები, როგორც მოსალოდნლია დაიწყება მეოთხე კვარტალში.

წყარო: The Verge.

Categories
Android Hardware Samsung

მინი-პლანშეტის Samsung Galaxy Note-ის ახალი მოდელი შესაძლოა ოქტომბერში გამოვიდეს

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, Samsung გამოსაშვებად ამზადებს მეორე თაობის Galaxy Note-ს. ახლანდელი მოდელი Galaxy Note – კომპიუტერის და სმარტფონის ჰიბრიდი, რომლსაც გააჩნია ორ ბირთვიანი 1,4-გიგაჰერციანი პროცესორი, 5,3-დიუმიანი Super AMOLED სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1280×800 წერტილი და 8 მეგაპიქსელიანი კამერა. აქვს თითებით და სპეციალური კალმით  S Pen-ით მართვის მხარდაჭერა; ოპერაციული სისტემა – Android, დამატებული საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისი TouchWiz.

მინი-პლანშეტის ახალი ვერსია, წინასწარი მონაცემებით, მიიღებს ოთხბირთვიან Exynos-ის პროცესორს და კამერას 12-მეგაპიქსელიანი მატრიცით. სენსორული ეკრანი შესაძლოა იყოს 5,3 დიუმი; ამასთან თავად მოწყობილობა გახდება უფრო თხელი და უფრო დიდხანს შეძლებს ავტომატურ რეჟიმში მუშაობას.

ჭორების თანახმად, მეორე თაობის Galaxy Note-ის ანონსი შესაძლოა შედგეს ოქტომბერში. დღესდღეისობით Samsung-მა მსოფლიო მასშტაბით მოახდინა, ამ ხაზის 7 მილიონზე მეტი მოწყობილობის რეალიზება.

წყარო: SlashGear.

Categories
Hardware

Sharp-ა წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე დიდი LED-ტელევიზორი

კომპანია Sharp-მა დაიწყო ტელევიზორის Aquos LC-90LE745U გაყიდვები. მისი დიაგონალია 90 დიუმი (დაახლოებით 2,3 მეტრი!): ეს, როგორც მტკიცდება, არის მსოფლიოში ყველაზე დიდი პანელი შუქდიოდური განათებით (LED). სიახლის გაარჩევადობაა 1920×1080 პიქსელი (1080p), ხოლო დინამიკური კონტრასტი შედგენს 8 000 000:1-ზე. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად აღწევს 176˚-ს. აქვს ორი USB-პორტი და ოთხი HDMI-ბუდე.

ტელევიზორს გააჩნია 3D-კონტენტის მხარდაჭერა: მიწოდების კომპლექტში შედის ორი წყვილი სათვალე. ინტეგრირებული Wi-Fi ადაპტერის და სისტემის SmartCentral-ის საშუალებით მომხმარებლებს ექნებათ ვებ-წყაროებთან წვდომის საშუალება.

ჩაშენებული აუდიოსისტემა მოიცავს მძლავრ დინამიკებს სიძლიერით 20 ვტ და 15 ვტ-იან საბუფერს. ტელევიზორის სისქეა 12,7 სმ, ხოლო წონა – 64 კგ.

Aquos LC-90LE745U-ის შეძენა შესაძლებელი იქნება 11 000 დოლარად.

წყარო: Sharp.

Categories
Hardware Microsoft

Microsoft Surface პლანშეტები

პრეზენტაციაზე, რომელიც ლოს ანჯელესში ჩატარდა კომპანია Microsoft-მა წარმოადგინა საკუთარი წარმოების პლანშეტების სერია Microsoft Surface. მოწყობილობები მუშაობენ Windows RT და Windows 8 Pro პლატფორმებზე.

“ჩვენ გვჯერა პერსონალური კომპიუტერის ეკოსისტემის… აპარატურისადა პროგრამული უზრუნველყოფის მრავალრიცხოვანი მწარმოებლებმა უნდა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ მომხმარებელს ქონდეს არჩევანი. Windows 8-ის შემთხვევაში ჩვენ არ გვინდა ვალში დავრჩეთ და გვინდა ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ინოვაციაში. ეს არის აბსოლუტურად უჩვეულო, სრულიად ახალი გამოთვლითი მოწყობილობები მაიკროსოფტისგან. ეს არის Microsoft Surface – და ეს არის პლანშეტი”.

სტივენ სინოფსკიმ განაცხადა, რომ Windows RT პლანშეტის სისქე არის 9.3 მილიმეტრი და მას აქვს 10,6 დიუმიანი HD ეკრანი 16:9 შეფარდებით. USB 2.0 პორტი, პირველი მაგნიუმის შენადნობის კორპუსი, WiFi ქსელების საუკეთესო მხარდაჭერა არსებულ პლანშეტებს შორის, 3 მილიმეტრი სისქის Touch Cover კლავიატურა , 32/64 გიგაბაიტი მეხსიერება.

სამმილიმეტრიანი Touc Cover-ის ნაცვლად შეიძლება შევარჩიოთ 5 მილიმეტრიანი Type Cover მოძრავი კლავიშებით. WinRT პლანშეტი გამოვა Windows 8-ის გამოსვლისთანავე ანუ ოქტომბრის შემდეგ.

Windows 8 პლანშეტი მუშაობს Ivy Bridge პლატფორმაზე და აქვს USB 3.0 პორტები, Mini Display Port და 128 გიგაბაიტი მეხსიერება.

ფასები ჯერ არ გამჟღავნებულია, ბალმერმა პრეზენტაციაზე თქვა, რომ ისინი იქნება “კონკურენტუნარიანი” ანუ Surface ARM პროცესორით იქნება იგივე ფასში რაც სხვა პლანშეტები ხოლო Windows 8-ის ფასი ულტრაბუქებს გაუსწორდება.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=dpzu3HM2CIo[/youtube]

Surfac-ის პრომო საიტი
პრეს რელიზი და ტექნიკური მონაცემები

Categories
Hardware

ცნობილია Dell XPS 14-ის და XPS 15-ის ულტრაბუქების მახასიათებლები

კომპანია Dell-მა გამოსაშვებად გაამზადა ულტრაბუქები XPS 14 და XPS 15 ახალი თაობის Intel Ivy Bridge აპარატულ პლატფორმაზე. როგორც ცნობილია, პორტატული კომპიუტერები აღჭურვილია 4 ბირთვიანი მესამე თაობის  Core i7-ის პროცესორით და 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ნახსენებია კლავიატურა განათებით, HDMI და USB 3.0 ინტერფეისი და ასევე აკუმულატორული ელემენტი, რომელიც უზრუნვეკყოფს 8 საათამდე ავტომატურ რეჟიმში მუშაობას.

14-დიუმიანი მოდელის XPS 14-ის ეკრანს აქვს გარჩევადობაა 1600×900 პიქსელი. ულტრაბუქს აქვს მყარი დისკი მოცულობით 500 გბ და ფლეშ-მოდული 32 გბ-მდე; ასევე დისკეტური გრაფიკული ამაჩქარებელი nVidia GeForce GT 630M 1 გბ მეხსიერებით.

15-დიუმიანი ვერსიის აღწურვილობაში შედის 1 ტერაბაიტიანი ვინჩესტერი, SSD ტევადობით 256 გბ, ვიდეობარათი GeForce GT 640M 2 გბ მეხსიერებით და ოპტიკური მიმღები. დისპლეის გარჩევადობა — 1920×1080 წერტილი.

ულტრაბუქების ღირებულება იქნება 1300 დან 1500 დოლარამდე.

წყარო: PCWorld.