Categories
Hardware

ცნობილია,Motorola-ს პლანშეტის მახასიათებლები

Motorola-ს აღმასრულებელი დირექტორი სანჯაი ჯა (Sanjay Jha).

გამოჩნდა ინფორმაცია Motorola-ს პლანშეტური კომპიუტერის შესახებ, რომელიც ნაჩვენები იყო D: Dive into Mobile-ის (6–7 დეკემბერი, სან-ფრანცისკო, აშშ) კონფერენციაზე.

აქამდე ცნობილი იყო, რომ  გაჯეტს ჰქონდა nVidia Tegra-ს აპარატული პლატფორმა ორბირთვიანი პროცესორით და Google Android-ის მესამე ვერსიის ოპერაციული სისტემა.

თუმცა, ეხლა ცნობილი გახდა, რომ პლანშეტს აქვს 10-დიუმიანი სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 1280×800. პროცესორი ფუნქციონირებს ტაქტური სიხშირით 1 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს, ხოლო ფლეშ-მოდულის მეხსიერება — 32 გბ.

პლანშეტის არსენალში — ორი კამერა (2 და 5 მეგაპიქსელიანი მატრიცით), Wi-Fi და Bluetooth კონტროლერები და ასევე 3G მოდული.

სიახლეს, სავარაუდოდ დებიუტი ექნება CES 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ლას-ვეგაში (ნევადა, აშშ) 6-დან 9 იანვრამდე.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Categories
Hardware

IBM ევროპისთვის ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერს გამოუშვებს

მიუხენის მეცნიერებათა აკადამიამ (გერმანია) IBM-თან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ევროპისთვის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის დაზმადებას ითვალისწინებს.

სისტემა SuperMUC განთავსდება ლაიბნიცის სახელობის სუპერკომპიუტერულ ცენტრში (გარხინგი, გერმანია) და გამოყენებული იქნება ევროპელი მეცნიერების მიერ კომპლექსური კველებისთვის შემდეგ სფეროებში: მედიცინა, ასტროფიზიკა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ SuperMUC-ს აქვს საფირმო გაგრილების სისტემა: მიკროპცესორის ტემპერატურას მიკროარხებში გამავალი წყალი დაარეგულირებს. IBM-ის განცხადებით, ეს ტექნიკური გადაწყვეტილება, სხვა სუპერკომპიუტერებთან შედარებით, SuperMUC-ს 40-პროცენტით ნაკლები ენერგომოხმარების საშუალებას მისცემს.

SuperMUC-ს გააჩნია Intel Xeon-ის 14 ათასი ჩიპი, რომლებიც მუშაობს IBM System x iDataPlex-ის სერვერში. როგორც, მოსალდნელია სისტემის წარმადობა მიაღწევს 3 პეტაფლოპს (კვინტილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში).შედარებისთვის: სუპერკომპიუტერების Top500-ის რეიტინგის ლიდერი — ჩინური სისტემა Tianhe-1A .

SuperMUC-ის გაშვება 2012 წლისთვის იგეგმება.

გამოყენებულია PC World-ის მასალები.

Categories
Hardware

კომპიუტერი პესიონერებისთვის!

დანიური კომპანია DukaPC-იმ შექმნა დესკტოპი პენსიონერებისთვის და იმათთვის, ვინც ეხლა იწყებს იტ-ტექნოლოგიების გაცნობას.

უბრალო ინტერფეისის საშუალებით შესაძლებელია, ინტერნეტ-ქსელთან, ელქტრონულ პოსტასთან, სიახლეებთან, თამაშებთან, ამინდის პროგნოზთან და სოციალურ ქსელთან Facebook-თან სწაფი წვდომა.

შემქმნელები, აღნიშნავენ, რომ კომპიუტერს აქვს ჩაშენებული უკაბელო ინტერნეტ მოდემი.

ტექნიკური თვალსაზრისით, კომპიუტერი წარმოადგენს «ყველაფერი ერთში» 20-დიუმიანი სენსორული დისპლეით წერტილოვანი გარჩევადობით 1600×1200 პიქსელი.

PC-ს გააჩნია ორბირთვიანი პროცესორი Intel Pentium P6100 ტაქტური სიხშირით 2,0 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს. სიახლეს აქცს მყარი დისკი მოცულობით 320 გბ და ფუნქციონირებს Windows 7 Home Premium-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

გამოყენებულია DukaPC-ის მასალები.

Categories
Hardware

sWaP Rebel: საათი-ტელეფონი სენსორული დისპლეით!

ევროპაში დაიწყო ორიგინალური მობილური ტელეფონის sWaP Rebel-ის (smart Watch and Phone) გაყიდვა, რომელსაც აქვს მაჯის საათის ფორმა.

სიახლის ზომებია: 205×45,5×17,5 მმ (სამაგრით) და წონა 65 გრ. კორპუსის წინა მხარეს განთავსებულია 1,46 დიუმიანი სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 176×132; ხოლო სამართავად გათვალისწინებულია კალამი.

სიახლის არსენალში შედის: კამერა ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით ( გარჩევადობა არ სახელდება), MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტი ( კომპლექტში შედის 2 გბ მეხსიერება), FM-ტუნერი და USB ინტერფეისი, რომელიც ჩაშენებულია სამაგრში. აპარატს შეუძლია МР3-ფაილების გაშვება და ასევე გათვალისწინებულია GSM 850/900/1800/1900 მჰც სტანდარტის ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.

აკუმულატორული ელემენტის ავტომატური მუშაობის დრო ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში აღწევს 85 საათამდე მოლოდინის რეჟიმში და 130–160 წუთამდე საუბრის რეჟიმში. სამომხმარებლო ინტერფეისი გადათარგმნილია რამოდენიმე ენაზე.

sWaP Rebel-ის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 300 დოლარს.

გამოყენებულია sWaP-ის მასალები.

Categories
Hardware

Giada D2301: მინი-კომპიუტერი nVidia Ion-ის პლატფორმაზე

კომპანია Giada-ს სამაგიდო მინი-კომპიუტერების ხაზი შეივსო მოდელით D2301-ით, რომელიც არის nVidia Ion-ის აპარატულ პლატფორმაზე.

კომპლექტაციის შესაბამისად, სიახლეს გააჩნია Intel-ის Core i3, i5 ან i7 სერიის პროცესორები.ოპერატიული მეხსირების მაქსიმალური მოცულება შეადგენს 8 გბ-ს; მყარ დისკს შეუძლია შეინახოს 1 ტბ ინფორმაცია. ასევე შესაძლებელია მრავალფორმატიანი DVD-ჩამწერის დაყნება ან ოფტიკური მიმღების Blu-ray სტანდარტის მხარდაჭერით.

მინი-დესკტოპს აქვს ქსელური Gigabit Ethernet კონტროლერი, Wi-Fi (802.11n) ადაპტერი, Bluetooth, ქარდრიდერი, ოთხი USB 2.0 პროტი და ერთი USB 3.0, ასევე გათვალისწინებულია HDMI და DVI ინტერფეისის მხარდაჭერა. მყიდველის სურვილის შესაბამისად მოწყობილობა შესაძლებელია აღჭურვილი იყოს TV-ტუნერით.

Giada D2301-ის ზომებია: 174×230×55 მმ; ენერგომოხმარება — 40 ვტ. კომპიუტერზე დაინსტალირებულია Windows 7 Home Premium-ის ოპერაციული სისტემა.

ღირებულების შესახებ, ინფორმაცია ჯერჯერობით უნცობია.

გამოყენებულია Giada-ს მასალები.

Categories
Hardware

რევოლუციური მიღწევა! IBM უახლოვდება ექსაფლოპური სუპერკომპიუტერების ერას

კორპორაცია IBM-მა დღეს განაცხადა, ინფორმაციის გადაცემის სფეროში ტექნოლოგიური გარღვევის შესახებ, რომილთაც შესაძლებელი იქნება სუპერკომპიუტერების წარმოება გადავიდეს ექსაფლოპის ერაში — კვინტილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში.

IBM-მა იპოვა იაფი საშუალება გააერთიანოს ელექტრონული და ოფტიკური კომპონენტები ერთ სილიკონის დაფაზე. პერპექტიავაში ეს საშუალებას იძლევა, ჩიპებს შორის კომუნიკაცია განხორციელდეს შუქის იმპუილესებით და არა ელექტრონული სიგნალებით. შედაგად შესაძლებელი გახდება არხების გამტარუნარიანობის მკვეთრი გაზრდა.

IBM-ის ტექნოლოგიამ მიიღო, სახელი CMOS Integrated Silicon Nanophotonics —ინტეგრირებული სილიკონური ნანოფოტონიკა CMOS-ის ბაზაზე.  ტექნოლოგია ეფუძნება CMOS მიკროსქემების შექმნის სტანდარტულ მეთოდიკას და საშუალებას იძლევა განვათავსოთ სილიკონის დაფაზე ისეთი ელემენტები როგორიცაა: მოდულატორები, გერმანიუმის ფოტოდეტექტორები და მულტიპლექსორები ტალღის სიგრძის გაყოფის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია უზრუნველყოფს შევქმნათ ერთ ჩიპიანი ტრანსივერები ზომით 4×4 მმ, რომლებიც დაამუშავებს ინფორმაციას ტერაბაიტი წამში სიჩქარით.

IBM-ის შეფასებით 2020 შესაძლებელი გახდება შეიქმნას ექსაფლოპური წარმადობის გამოთვლითი კომპლექსები.

Categories
Hardware Samsung

Samsung Galaxy 2 – შესაძლოა თებერვალში გამოვიდეს

ქსელში გამოჩნდა წინასწარი ინფორმაცია Galaxy 2 სმარტფონის შესახებ, რომელსაც ძალიან მალე გამოუშვებს სამხრეთ კორეული კომპანია Samsung.

როგორც ელდარ მურტაზინის Mobile Research Group იტყობინება, სმარტფონი აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით. ზუსტად ცნობილი არ არის მაგრამ სმარტფონში შესაძლოა გამოყენებული იქნეს ახალი ARM Cortex A9 ჩიპი Orion 1 გიგაჰერცი სიხშირით. ჩიპს შეუძლია აპარატულად გამოთვალოს HD ვიდეოს  კოდირება/დეკოდირება და გრაფიკული აქსელერაცია. Orion-ის ორივე ბირთვის აქვს 32 კბ მონაცემების ქეში და იმდენივე ბრძანებებისთვის; ამის გარდა გათვალისწინებულია მეორე დონის 1 მეგაბაიტიანი ქეში.

Galaxy 2 აღჭურვილი იქნება 4,5 დიუმიანი სენსორული პანელით. პროგრამული პლატფორმა შესაძლოა იქნეს Google Android 3.2.

სმარტფონის გამოშვების თარიღი ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ მოსალოდნელია რომ ის თებერვალში იქნება წარმოდგენილი.

გამოყენებულია Electronista-სა და Softpedia-ს მასალები

Categories
Hardware

ევროპაში პირველი სუპერკომპიუტერი პეტაფლოპზე მეტი წარმადობით

კომპანია Bull-მა განაცხადა რომ შექმნა ევროპაში პირველი სუპერკომპიუტერი პეტაფლოპზე მეტი წარმადობით (კვადრილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში).

გამოთვლითი კომპლექსი Tera 100 დაპროექტებულია საფრანგეთის ატომური ენერგეტიკის კომისარიატის დაკვეთით. სისტემაში გამოყენებულია 17 480 Intel Xeon 7500 სერვერული პროცესორი. ჯამური ოპერატიული მეხსიერება 300 ტერაბაიტს შეადგენს. დისკური ქვესისტემის მოცულობა 20 პეტაბაიტს შეადგენს, რომელიც 500 გბ/წმ სიჩქარით მუშაობს.

Linpack ტესტის შედეგად Tera 100-ის მწარმოებლურობა 1.05 პეტაფლოპს შეადგენს. პიკური წარმადობა ამ დროს 1.25 პეტაფლოპია.  შედარებისათვის: ყველაზე მძლავრი სუპერკიმპიუტერის მწარმოებლურობა ა.შ.შ-ში ოუკრიჯის ნაციონალურ ლაბორატორიაში, შეადგენს 1,76 ტერაფლოპს.

სუპერკომპიუტერების მიმდინარე რეიტინგში ამ სისტემას მე-3 ადგილი ეკუთვნის თუ არ გავითვალისწინებთ სისტემას Tianbe-1A რომელიც ჩინეთში შეიქმნა და  მუშაობს 2,6 პეტაფლოპი წარმადობით.

მომზადებულია Bull-ის მასალებით

Categories
Hardware

ჩინეთში გაუშვეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი

ჩინეთის ნაციონალურ სუპერკომპიუტერულ ცენტრში მუშაობა დაიწყო ყველაზე მძლავრმა სუპერკომპიუტერმა მსოფლიოში – სისტემა Tianbe-1A.

როგორც Linpack ტესტმა აჩვენა სუპერკომპიუტერი მუშაობს 2,6 პეტაფლოპზე (კვადრილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში) შედარებისათვის: ყველაზე მძლავრი სუპერკიმპიუტერის მწარმოებლურობა ა.შ.შ-ში ოუკრიჯის ნაციონალურ ლაბორატორიაში, შეადგენს 1,76 ტერაფლოპს.

სისტემა Tianbe-1A შექმნა ჩინეთის თავდაცვითი  ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (NUDT). სისტემა აგებულია 14 336 Intel Xeon სერვერული პროცესორებითა და 7 168 nVidia Tesla M2050 ვიდეო ადაპტერებით. ასე რომ Tianbe-1A იყენებს ჰიბრიდულ CPU+GPU ტექნოლოგიას.

გამოთვლითი კომპლექსის ენერგომოხმარება 4,04 მეგავატს შეადგენს. როგორც შემქმნელები ამბობენ ეს სამჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე დასჭირდება 2.5 პეტაფლოპიან სისტემას მხოლოდ CPU ტექნლოგიის გამოყენებისას.

სუპერკომპიუტერი Tianbe-1A გამოყენებული იქნება რთული მეცნიერული გამოთვლებისათვის და კომპლექსური მოდელირებისათვის.

მომზადებულია  nVidia-ს მასალებით.

Categories
Hardware

OnLive MicroConsole-ის ღირებულება შეადგენს 100 დოლარს

კომპანია OnLive იწყებს  MicroConsole-ის გაყიდვებს თავისი კომპიუტერული და ვიდეოთამაშების სერვისისათვის.

სისტემა OnLive, რომელიც წარმოდგენილი იქნა წინა წლის შემოდგომაზე, იყენებს ვებ-სერვერების მასივს თამაშების შენახვისა და გაშვებისათვის. გამოსახულების ტრანსლირება ხდება ინტერნეტის მეშვეობით ვიდეონაკადის ფორმატში, ასევე სერვისი რეაგირებს მომხმარებლის ბრძანებებზე რეალურ დროში. ეს იძლევა საშუალებას თუნდაც დაბალი მონაცემების მქონე მოწყობილობებზევითამაშოთ მაღალი სისტემური მოთხოვნების მქონე თამაშები.

დღემდე OnLive-ის სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იყო მხოლოდ პერსონალური კომპიუტერების მფლობელთათვის. ბაზარზე MicroConsole-ის გამოჩენის შემდეგ კი სერვისით სარგებლობა უკვე ტელევიზორითაც გახდება შესაძლებელი: ერთადერთი, რაც მომხმარებლებს დაჭირდებათ ეს იქნება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.

“მიკროკონსოლი” აღჭურვილია ციფრული HDMI ინტერფეისით და აქვს Bluetooth-ის მხარდაჭერა. ქსელთან დასაკავშირებლად აქვს Ethernet-კონტროლერი; ამას გარდა, დეველოპერებმა მოწყობილობაში გაითვალისწინეს ორი USB-პორტი პერიფერიების მისაერთებლად — მაგალითად, კლავიატურა და თაგვი. მოწყობილობასთან ერთად კომპლექტში შედის უკაბელო ჯოისტიკი. კონსოლის ზომები — 124×81×22, წონა — 250 გრ.

MicroConsole-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო 18 ნოემბრიდან, ხოლო შემკვეთებისათვის მიღება დაიწყება 2 დეკემბერს. მოწყობილობის ფასი შეადგენს $100; თამაშების ყიდვა მომხმარებელს დაუჯდება 4 დან 50 დოლარამდე.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=F0HQS5_Mtm8

გამოყენებულია OnLive-ის მასალები.