Categories
Microsoft

Microsoft: Internet Explorer 9 ფინალური რელიზი

როგორც კომპანია მაიკროსოფტის დეველოპერების IE სამუშაო ჯგუფის ბლოგში 14 მარტის პოსტშია ნათქვამი გამოვიდა უკვე დიდი ხანი ბეტა ტესტირების ფაზაში მყოფი ბრაუზერის Internet Explorer 9 -ის ფინალური ვერსია.

ბრაუზერის ახალი ვერსიის პიარ კამპანია მიმდინარეობს საიტზე http://www.beautyoftheweb.com/ სადაც უამრავი მომხმარებლის ვიდეოა, რომელიც ახალი ბრაუზერის შესახებ გვიზიარებს თავის აზრს და ასევე განთავსებულია ჩამოსატვირთი ბმულები 39 სხვა და სხვა ენაზე.

დეველოპერების აზრით მათი ახალი ბრაუზერის უპირატესობები შემდეგია:

  • სისწრაფე – ახალ ბრაუზერში გათვალისწინებული პერსონალურ კომპიუტერის აპარატული მონეცემების სრული გამოყენება რაც სწრაფად მუშაობას უზრუნველყოფს.
  • სისუფთავე. მომხმარებლებს შეუძლიათ მიამაგრონ საიტები ამოცანათა პანელს, როგორც ნებისმიერი პორგრამა, რაც საშუალებას იძლევა ვიმუშაოთ ვებთან უფრო ეფექტურად.
  • ნდობა. ახალ ვერსიაში არის მოწინავე-ინდუსტრიული დაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დაცვას სახიფათო საიტებისგან და ფიშინგისგან, რაც დღეს ვებში შეიძლება შეგვხვდეს.
  • ოპერატიულობა. აპარატულად აჩქარებული HTML5, რაც საიტებს უფრო მეტად პროგრამებს ამსგავსებს და არა უბრალო დოკუმენტებს.

პირველად ბრაუზერებში გამოყენებულ იქნა აპარატულად აჩქარებული რენდერინგი. გრაფიკული პროცესორის რესურსები გამოიყენება Direct2D ინტერფეისით ხატვისათვის. ასევე გამოვიდა სრულიად ახალი ტექსტის რენდერინგის ძრავა Vista და 7 სისტემებისათვის, Direct Write. ტექსტი ძალიან ბევრ ვებ-საიტზე უშნოდ არის გამოხატული, ახალი ძრავა მის რენდერს აუმჯობესებს ისევე როგორც Mac OS X აკეთებს ამას.

თუმცა ახალი ფუნქციონალურ შესაძლებლობები ძველის დაკარგვასთანაც ასოცირდება, მაგრამ არა პირდაპირ, საქმე Windows XP ოპ. სისტემას ეხება, რომელიც უკვე მხარდაჭერილი არ არის და ძველი კომპიუტერებისა და ოპ. სისტემების მფლობელებს ახალი ბრაუზერისა და უსაფრთხოების ახალი სისტემის გამოყენებისათვის, თავიანთი კომპიუტერების აპარატული განახლება ან ახლით შეცვლა ასევე ახალ ოპ. სისტემაზე გადასვლა.

ასე რომ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ახალი ბრაუზერო მხოლოდ Windows Vista და Windows 7 ოპ. სისტემების ორივე თანრიგის ვერსიებისათვის.

 

Categories
Hardware Microsoft

Touchscape Table: Microsoft Surface-ის მედიამაგიდის ანალოგი

ბრიტანულმა კომპანიამ Touchscape Technologies-მა დაამზადა ინტერაქტიური კომპიუტერული მაგიდა 47-დიუმიანი დიპსლეით, რომელსაც აქვს «მულტითაჩ» ინტერფეისის მხარდაჭერა.

Touchscape Table არის Microsoft Surface.-ის ანალოგი. მოწყობილობას შეუძლია ერთდროულად ბევრ წერტლიზე შეხების ამოცნობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რამოდენიმე მომხმარებლის ერთდროულად ურთიერთქმედება სენსორულ ზედაპირთან.

Touchscape Table-ს აქვს ოთხბირთვიანი AMD Phenon-ის პროცესორი ტაქტური სიხშირით 3,4 გჰც. ოპერატული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს, მეხსიერების მოცულობა — 180 გბ. კომპიუტერული მაგიდას ასევე გააჩნია Bluetooth, Wi-Fi, Ethernet და 3G მოდული.

ეკრანის გარჩევადობა შეადგენს 1920×1080 პიქსელს (ფორმატი Full HD); გამოსახულების სიმკვეთრის ავტომატური ოპტიმიზაციისთვის განკუთვნილია განათების სენსორი. დისპლეის ზედაპირი ისეთი მყარია, რომ მისი გამოყენება ყავის მაგიდადაც კი შესაძლებელია.

მწარმოებლების მიერ შემოთავაზებულია მედიამაგიდის რამოდენიმე სტანდარტული კონფიგურაცია და ასევე დამკვეთის სურვილისამებრ მოწყობილობის აღჭურვა.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=3pmBeSWIdc8

გამოყენებულია PhysOrg-ის მასალები.

Categories
Microsoft

ორი ირონიული დასასრული?

როგორც Engadget-ის ერთ-ერთი წამყვანი რედაქტორის Ross Rubin-ის სტატიაშია მოხსენიებული: თუ კარგად დავუკვირდებით შევამჩნევთ, რომ დღევანდელი მოვლენები მობილური ოპ. სისტემების და კომპანიების გარშემო საკმაოდ ირონიულ ელფერს ძენს. ყველაფერი კი PDA-დან (პერსონალური ინფორმაციული ასისტენტი) დაიწყო. კომპანია HP გახდა Palm-ის მესაფლავე და Nokia-მ გააკეთა ანონსი, რომ Symbian-ოპ სისტემა დარჩება, მაგრამ არა სმარტფონებისთვის – აქ უკვე Windows Phone 7 იქნება გამოყენებული. შეიძლება ითქვას რომ HP-ის მიერ Palm ბრენდზე უარის თქმა და ნოკიას სმარტფონების Microsoft-ის პლატფორმაზე გადასვლა არის ეპოქის დასასრული.

მოდით ვნახოთ თუ რას მიაღწია ორივე კომპანიამ, Palm-მა შექმნა ტექნოლოგია Graffiti, ლეგენდარული Palm Pilot, Palm V. მან დიდი გზა გამოიარა, ძალიან ბევრი სასამართლო პროცესი, Palm OS ოპერიაციული სისტემის ჩამოშორება და შემდეგ გაერთიანება. კომპანიის ფინალში უკვე კომპანიის CEO-მ ჯონ რუბინშტეინმა გადაიტანა ფოკუსი მობილურ ტელეფონებზე, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი აღმოჩნდა.

ახლა უკვე ამ პროგრამული უზრუნველყოფითა და მობილური ტელეფონებით, კომპანია HP-ის ლაბორატორიებში მუშაობს განყოფილება Palm Global Business Unit-რომელიც ცდოლობს შექმნას ახლი webOS პროდუქტები პერსონალური კომპიუტერებისა და პრინტერებისათვის. ეს უკვე ძალიან შორს არის დღევანდელი მობილური მოწყობილობებისაგან – ისე შორს რომ ძალიან ძნელია წარმოიდგინო თუ როდის დაეწევა ის უკვე არსებულ დეფინიციას: სმარტფონი უამრავი პროგრამული და აპარატული შესაძლებლობებით.

ზემოთ ჩამოთვლილი არაფერია თუ ამ ყველაფერს შევადარებთ Symbian-ის ბედ-იღბალს, რომლის საფუძველიც იყო PDA  ოპერაციული სისტემა სახელწოდებით EPOC32, კომპანიისგან Psion (კომპანია რომელიც დღეს არის ინდუსტრიული პორტატიული მოწყობილობების მწარმოებელი). Symbian-ის მხარდაჭერას უზრუნველყოფდა მრავალი კომპანია, რომელთა შორის ლიდერი იყო Nokia, მაგრამ იყო Motorola, Samsung, LG  და Sony Ericcson – რომლებიც Microsoft-ის მონოპოლისტური პოლიტიკისგან თავს ერთად იცავდნენ 90-იანი წლებისთვის.

Symbian – არ იყო წარმატებული მხოლოდ მასიურობითა და წილით ბაზარზე, არამედ მას სტრატეგიული დანიშნულებაც ჰქონდა Microsoft-ის გასანეიტრალებლად. მისი დაცემა არ იყო Microsoft- ის გაძლიერების მიზეზი – ის Android-მა შეავიწროვა, რომელმაც ძალიან ბევრ მწარმოებელს მისცა საშუალება ჰქონოდა ისეთივე ფუნქციონალი, როგორ iPhone-ს.

შეგიძლიათ თქვათ რომ ეს ორი თამაში მსგავია და საერთო არა აქვს, ამგრამ  მათ ერთიანებს ერთი მოთამაშე. სანამ შედგებოდა webOS, Palm იყენებდა Windows Mobile ოპ. სისტემას, ასევე Nokia თვლიდა რომ Windows არ არის “სწორი” ოპერაციული სისტემა, მაგრამ “დღეს ის სწორია”. იმ დროსთან შედარებით სმარტფონების ბაზარი რადიკალურად შეიცვალა, რა თქმა უნდა Nokia-მ შეიძლება გააგრძელოს MeeGO ოპერაციულ სისტემაზე მუშაობა, როგორც ალტერნატივა იმ შემთხვევისთვის თუ არაფერი საინტერესო არ გამოვიდა Microsoft-თან ერთად.

Categories
Microsoft ბიზნესი

Nokia + Microsoft. Here we go!

გამოჩნდა პირველი ვიდეო პრეს–კონფერენცია Nokia–სა და Microsoft–ის გაერთიანების საპატივცემლოდ:

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Categories
Microsoft ბიზნესი

Nokia და Microsoft სტრატეგიულ თანამშრომლობას აცხადებენ

Nokia და Microsoft, მობილურ ბაზარზე სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ იუწყებიან.

Microsoft საიტზე განთავსებულ პრეს–რელიზში შეთანხმების ძირითად კომპონენტებზე საუბრობენ:

  • კომპანიები ერთიანდებიან ახალი, გლობალური, მობილური ეკოსისტემის შესაქმნელად;
  • Nokia გადავა Windows Phone–ზე, როგორც ძირითად მობილურ ოპერაციულ სისტემაზე და დაამატებს საკუთარ ინოვაციებს, მაგალითად ფოტოკამერის სფეროში, სადაც Nokia ინდუსტრიის ლიდერია;
  • Nokia მომავალ Windows Phone–ის პლატფორმებს დაეხმარება განვითარებაში, დაამატებს ენების მხარდაჭერას, ბაზრისა და ქვეყნების სეგმეტს;
  • Nokia და Microsoft ერთობლივად შექმნიან ახალ პლატფორმებს, გაუნაწილებენ ერთმანეთს გამოცდილებას და გაერთიანდებიან მობილური ევოლუციის განსახორციელებლად;
  • Nokia–ს მოწყობილობების ძირითადი საძიებო სისტემა გახდება Bing, ხოლო ძირითადი სარეკლამო სერვისი Microsoft adCenter;
  • Microsoft კარტოგრაფიული სერვისის ძირითადი ნაწილი Nokia Maps გახდება;
  • Nokia–ს მოლაპარაკებები ოპერატორებთან გაამარტივებს Windows Phone–ის შეძენას ისეთ ბაზარზე, სადაც საკრედიტო ბარათები ნაკლებად არის გავრცელებული;
  • Microsoft–ის პროგრამული მასალები გამოყენებულიქნება Nokia Windows Phone–ში;
  • Nokia–ს ინტერნეტ–მაღაზია Windows Phone Marketplace–სთან იქნება ინტეგრირებული.

წყარო: Microsoft

Categories
Apple Microsoft ბიზნესი

ა.შ.შ–ში Android–სმარტფონმა პოპულარობით iPhone–ს გაასწრო

კომპანია comScore–ის მონაცემებით, გასულ კვარტალში, შეერთებულ შტატებში 63,2 მლნ კომუნიკატორის მფლობელი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის უკანასკნელ კვარტალთან შედარებით 60%–ით მეტია.

ამერიკელებს შორის ყველაზე გავრცელებულ სმარტფონად Research In Motion–ის BlackBerry რჩება, რომლის წილი 31,6%–ს შეადგენს.

Android–კომუნიკატორმა Apple iPhone–ს უკვე გაასწრო პოპულარობით. comScore–ს შეფასებით, გასული წლის ბოლო მეოთხედში «გუგლფონი» ბაზრის 28,7%–ს ფლობდა, ხოლო «აიფონი» — 25%–ს. ანალიტიკოსები, ასევე აღნიშნავენ, რომ OS Android–ის გაყიდვების რაოდენობა განსაკუთრებით დიდი ტემპებით იზრდება.

8,4%–ით მეოთხე ადგილზე Microsoft–ის მობილური ოპერაციული სისტემა გავიდა, ხოლო Palm–ის პლატფორმას მომხმაებელთა 3,7% იყენებს.

წყარო: comScore

Categories
Microsoft ბიზნესი

Microsoft: «დიახ, ჩვენ ვცადეთ Facebook-ის შესყიდვა»

ჟურნალ Wired-ის (2010 წლის მაისი) გარეკანი: მამა და შვილი? (Gubatron-ის ფოტო)

Microsoft-ის კორპორატიული სტრატეგიის დეპარტამენტისა და შესყიდვების მმართველმა ფრიც ლანმანმა დაადასტურა, რომ იტ-გიგანტი, $15 მლრდ-ის სანაცვლოდ, ახალგაზრდა სოციალური ქსელის შთანთქმას აპირებდა.

ტეპ-მენეჯერმა ეს განცხადება LeWeb-2010-ის კონფერენციაზე (8-9 დეკემბერი, პარიზი, საფრანგეთი) ღონისძიების დამფუძნებელთან ლუკ ლემერთან გააკეთა, რომელმაც შეამჩნია, რომ Facebook იმეორებს Microsoft-ის განვითარების გზას.

თუმცა, თავიდან ეს ინფორმაცია დევიდ კირკპატრიკის წიგნში The Facebook Effect-ში მოხვდა. როგორც ავტორი წერს, 2007 წელს Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა, Facebook-ის დამფიძნებელს, მარკ ცუკერბერგს, $15 მლრდ შესთავაზა, მაგრამ მან განუცხადა, რომ კომპანია არ იყიდება.

საბოლოო ჯამში იტ-ინდუსტრიის ტიტანი, $240 მლნ-ის სანაცვლოდ, აქციების 1,6%-ს დათანხმდა.

დღეისათვის კომპანიები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. საძიებო სისტემა Bing-ის საშუალებით Facebook-ის მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია თავის მეგობარზე, ხოლო სოციალური ქსელის წერილების გაგზავნის ახალი სისტემა Microsoft Docs-ის საოფისე პროგრამების ვებ-სერვერთან არის ინტეგრირებული.

ფრანც ლანმანის განცხადებით, Facebook თავისი «უფროსი ძმის» გასწრებას მალე შეძლებს. დღეისათვის ორივე კომპანიის ღირებულება შესაბამისად $50 მლრდ-სა და $220 მლრდ-ს შეადგენს.

წყარო: TechCrunch

Categories
Microsoft ბიზნესი

კონფლიქტს, Micosoft-სა და i4i-ს შერის, უზენაესი სასამართლო განიხილავს

Microsoft-ის გენერალური დირექტორი სტივ ბალმერი (2010 წლის 20 ოქტომბერი; კორპორაციის ფოტო).

ა.შ.შ-ს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა Microsoft თხოვნა იმის შესახებ, რომ გადაემოწმებინა საპატენტო დავა კანადურ კომპანია i4i-სთან.

კონფლიქტი 2007 წელს დაიწყო, როდესაც i4i დაადანაშაულა «მაიკროსოფტი» მისი ტექნოლოგიის უკანონოდ გამოყენებაში. გასული წლის გაზაფხულზე სასამართლომ i4i-ს სარჩელი დააკმაყოფილა და Microsoft-ს მოსარჩლისთვის $200 მლნ კომპენსაციის გადახდა დაევალა. მოგვიანებით ჯარიმის მოცულობა $290 მლნ-მდე გაიზარდა.

ამის შემდეგ, გეიტსის კომპანიამ რამდენჯერმე სცადა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუმცა უშედეგოდ. დღეისათვის კორპორაციას რჩება ერთადერთი შანსი იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს დიდი ჯარიმა — თავისი უდანაშაულობა უზენაეს სასამართლოს უნდა დაუმტკიცოს.

როგორც ცნობილი გახდა, დავის მონაწილეები უზენაეს სასამართლოს თავიანთ არგუმენტებს მომავალი წლის გაზაფხულზე წარუდგენენ. საქმის საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 2011 წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში იქნება ცნობილი.

წყარო: Associated Press.

Categories
Microsoft

Microsoft-ის თანამშრომლები iPhone-ს ასაფლავებენ

RTM Windows Phone 7-ის გამოსვლასთან დაკავშირებით Microsoft-ის თანამშრობლებმა iPhone-ს დაკრძალვა მოუწყვეს…

მათი დევიზი იყო iPhone მკვდარია, დიდხანს სიცოცხლე Windows Phone-ს. (The iPhone’s dead, long live the Windows Phone).

მათ მიერ შესრულებული ცეკვა Thriller:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=ZQTemf043tw

httpvhd://www.youtube.com/watch?v=2vmSXcHCtiE

Categories
Microsoft

Microsoft Terapixel: ცის რუკა გაფართოებით 1 ტრილიონი პიქსელი

ღამის ცის რუკა ტრილიონი მეგაპიქსელი გაფართოებით. დაახლოებით ესეთი დეფინიცია შეიძლება გაუკეთოთ Microsoft – Terapixel-ს. Microsoft-მა ამ პროექტის შედეგები ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ღონისძიება Research Faculty Summit-ზე, ეს არის მეცნიერების,ინჟინერების და IT ექსპერტების ერთობლივი პროექტი, რომლის მასშტაბებიც შთამბეჭდავია.

დღესდღეობით ცის რუკა Terapixel ყველაზე დიდი და დეტალურია. რეალიზაციისთვის მეცნიერებს მოუხდათ დაახლოებით 1800 წყვილი სურათის გამოყენება, რომელიც გადაღებულია ტელესკოპით, ავსტრალიასა და კალიფორნიაში.

პროექტის მასშტაბურობის შესაფასებლად მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი. თუ ეცდებით Terapixel-ის რუკის დაბეჭდვას ქაღალდი რომელზეც ბეჭდავთ ფეხბურთის მოედანზე დიდი უნდა იყოს.

საწყის მასალებად გამოიყენებოდა 50 წლის მანძილზე შეგროვებული მატერიალი. სურათები მიღებული იყო ტელესკოპ Palomar(კალიფორნია) და Schmidt(ავსტრალია)-დან.

ამ სურათების შესაერთეებმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს Windows High Performance Computing cluster-ის გამოყენება, რომელსაც 512 ბირთვი აქვს. ამ სისტემის წყალობით ინფორმაციის დიდი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ ნახევარ დღეში გადაამუშავეს.

საბოლოო გამოსახულების ზომა შეადგენს 802გბ.