Categories
Samsung Uncategorized

Samsung Galaxy Note 10.1 განახლდება Android 4.1-მდე და Premium Suite-ს მიიღებს

Samsung-მა უკვე დაიწყო Android 4.1-მდე განახლების პროცესი Galaxy Note 10.1-ზე ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ ამასთან ერთად კომპანიამ ცნობილი გახადა, რომ ოპ.  სისტემის განახლებასთან ერთად განახლდება Premium Suite აპლიკაციები. Jelly Bean-თან ერთად იქნება მრავალ ფანჯრიანი სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელსაც შეეძლება ერთდროულად 16 აპლიკაციის გაშვება, მათი ზომების კონტროლი და მიმაგრება ზედაპირზე.

Categories
Samsung Uncategorized

Android ვერ ასრულებს პირობას გახსნილი Bootloader-ის შესახებ

გახსოვთ, როცა მობილური აპარატურის მწარმოებლებმა, როგორიცა HTC და Motorola პირობა დადეს, რომ დაეხმარებოდნენ მომხმარებლებს გაეხსნათ ბუთლოადერი თავიანთი Android მოწყობილობებისათვის, რათა გზა გახსნოდათ დარუთვისთვის, მოდიფიცირებისთვის და საკუთარი ოპ. სისტემების შექმნისთვის. მათ ეს პირობა თავისებურად შეასრულეს.

Categories
Android Google Hardware Samsung

Google Nexus 10 Nexus 7 და Android 4.2

დღეისათვის, 29 ოქტომბრისათვის დანიშნული ოფიციალური პრეზენტაცია განუსაზღვრელი დროით გადაიდო ქარიშხალის გამო, მაგრამ Google-ში გადაწყვიტეს გაეცრუებინათ ჩვენი მოლოდინი და ქსელში წარმოადგინეს ყველა სიახლე. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველ პროგრნოზი გამართლდა. არის ორი ახალი მოწყობილობა და ძველის განახლებაც, ანდროიდმაც შეიცვალა ნომერი 4.2-ზე (სახელის შეუცვლელად) და მიიღო ახალი ფუნქციონალი. ყველაფერზე თანმიმდევრობით:

Nexus-4-ის შესახებ ცალკე პოსტში

Nexus 10

Nexus 7-ის უფროსი ძმა 10.1 დიუმიანი დისფლეით გამოვიდა, რომლის გარჩევადობაც არის 2560 x 1600 წერტილი. პლანშეტი აგებულია Samsung Exynos 5 Dual-ის ბაზაზე 1,7 გიგაჰერციანი ბირთვებით და ყველაზე მძლავრი დღეისათვის ვიდეო ბირთვით Mail T-604-ით. თუ გავითვალისწინებთ, რომ გაჯეტში არის 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება მაშინ მწარმოებლურობით მას კონკურენტი მას ნამდვილად არა ყავს და წლის ბოლომდეც არ მოიაზრება მსგავსი არაფერი.

ოპერაციული სისტემა აქაც Android 4.2 ვერსიაა თავისი ყველა უპირატეოსბით. აკუმულატორი მას ამუშავებს სრული დატვირთვისას 9 საათის განმავლობაში. არის 16 და 32 გიგაბაიტიანი მოდელი, ის გაყიდვაში 13 ნოემბერს გამოვა შესაბამისად 399 და 499 დოლარად. ის არა მხოლოდ ამერიკაში ერთდროულად გაყიდვები დაიწყება დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, კანადაში და იაპონიაში Google Play-ს წყალობით.

                                                                                                        Nexus 7

დღესვე მაღაზიათა ქსელში გამოვიდა Nexus 7 – 32 იგაბაიტიანი მეხსიერებით. ფასი, როგორც წინასწარ იყო ცნობილი არის 249 დოლარი. ასევე გაყიდვაში შემოვა მოდელი 3G მოდემით 299 დოლარად. 199 დოლარამდე შემცირდა ფასი 16 გიგაბაიტიან მოდელზე. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი იქნება მსურველი შეიძინოს ეს პლანშეტი 50 დოლარით უფრო ნაკლებ ფასად.

 

Android 4.2 Jelly Bean

ყველაზე დიდი მოლოდინით ოპერაციული სისტემა სარგებლობდა, 4.2 ვერსიაში მაინც შენარჩუნდა ძველი სახელი Jelly Bean, მაგრამ შეიძინა ახალი ფუნქციონალი. პირველი მათ შორის არის Photo Sphere კამერის განახლება.

როგორც დასახელებიდან ჩანს ეს ინოვაცია საშუალებას იძლევა შევქმნათ “სფერული” ფოტოგრაფიები, უფრო ზუსტად 360 გრადუსიანი პანორამები. ამ ინოვაციამდე დეველოპერები Google Street View-მა შთააგონა. ამისთანა სურათის შექმნა არ იქნება ჰორიზონტალური პანორამის შექმნაზე უფრო ძნელი.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=R3KKiyEyu3o[/youtube]

მეორე მთავარი განახლება ის არის, რომ ერთ მოწყობილობაზე შეიძლება დარეგისტრირდეს რამდენიმე მომხმარებელი. ყოველი მომხმარებლის იქნება ცალკე სამუშაო მაგიდა და ხელმისაწვდომი აპლიკაციები. ამისგარდა “ბავშვების” ანგარიშში შეიძლება დავაყენოთ აკრძალვები აპლიკაციებზე და ინტერნეტთან წვდომა.

შეტყობინენების პანელში როგორც იქნა გამოჩნდა სწრაფი პარამეტრები. ეს დიდი ხანია რაც მომხმარებლებს უნდოდათ ქონოდათ. აწი უკვე არ იქნება სპეციალური ვიჯეტების დაყენებსი საჭიროება, რომ ჩავრთოთ და გამოვრთოთ Bluetoth და WiFi. მსგავსი მიდგომა უკვე გამოიყენება TouchWiz და Sense გარსების პანელებში.

განახლდა Google Now, რომელშიც გამოჩნდა ახალი ბარათები, სერვისი კი უფრო “დაჭკვიანდა”. გამარჯობა შენი ბატონო Siri ! Google Now ყკვე თვალყურს ადევნებს ინტერნეტ შეყიდვებს, შეუძლია კაფეებში და რესტორნებში მაგიდის დარეზერვება, კინოს და კკონცერტის ბილეთების შეძენა, მოგითხრობთ სიახლეებს და კიდევ ბევრი რამ. არის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია რუქებთან და შეგიძლიათ უბრალოთ უთხრათ სმარტფონს “როგორ გავიდე თავისუფლების მოედანზე :-)” და ის ავტომატურად გამოაჩენს თქვენთვის საურველ მარშრუტს რუკაზე.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=s2uuii4Blsc[/youtube]

კლავიატურამ უკვე მიიღო ჟესტებით მართვის მხარდაჭერა. ის ძალიან გავს სვაიპ მეთოდს მაგრამ არის მასში ორიგინალური ცვლილებებიც. სიტყვების წყობა ახლა უფრო თვალსაჩინო და ინტუიციურია. ხმოვანი ძიებაც უფრო ჭკვიანი და მიხვედრილი გახდა.

 

გამოჩნდა უკაბელო შეერთების სისიტემა ტელევიზორებთან Miracast-ის საშუალებით. ახალი ფუნქცია უკვე ჩაშენებული ოპ. სისტემაში და არ საჭიროებს გარეშე სოფტს.

ვაშა! ბლოკირებულ ეკრანზე შეიძლება ვიჯეტების დამეტება. ახლა უკვე შეიძლება გახსნის გარეშე დავინახოთ უახლესი ამბები. ამის გარდა გამოჩნდა ერთი გასართობი სახელად Daydream, რომელიც არის ჭკვიანი სქრინსეივერი, რომელიც კონფიგურაციის მიხედვით აჩვენებს ბლოკირებულ ეკრანზე თქვენს ფოტო ბიბლიოთეკას სლაიდ-შოუს სახით ან უკანასკნელ სიახლეებს Google-მედიადან.

ორი თთით გადიდება ყკვე არა მხოლოდ გალერეის და ბრაუზერის პრიორიტეტია, ახლა ის Gmail-ში მუშაობს და საკმარისია გავწელოთ წერილილის სათაური, რომ გამოვაჩინოთ მისი სრული შიგთავსი. მხედველობა-დაქვეითებულთათვის არის ახალი ოფცია – შესრულებული ოპერაციების გახმოვანება.

ეს ყველაფერი რა სხვა მცირე განახლებებს Nexus-ების მომხმარებლები მიიღებენ 13 ნოემბერს ახალ ოპ. სისტემასთან ერთად.

წყაროები: GoogleTheVerge

Categories
Google Hardware Samsung

Google Nexus 10 Nexus 7 და Android 4.2

დღეისათვის, 29 ოქტომბრისათვის დანიშნული ოფიციალური პრეზენტაცია განუსაზღვრელი დროით გადაიდო ქარიშხალის გამო, მაგრამ Google-ში გადაწყვიტეს გაეცრუებინათ ჩვენი მოლოდინი და ქსელში წარმოადგინეს ყველა სიახლე. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველ პროგრნოზი გამართლდა. არის ორი ახალი მოწყობილობა და ძველის განახლებაც, ანდროიდმაც შეიცვალა ნომერი 4.2-ზე (სახელის შეუცვლელად) და მიიღო ახალი ფუნქციონალი. ყველაფერზე თანმიმდევრობით:

Nexus-4-ის შესახებ ცალკე პოსტში

Categories
Android Google Hardware Samsung

Google და Samsung გამოუშვებენ high-end-კლასის Nexus-პლანშეტს

CNET News გვამცნობს, რომ კომპანია Google, Samsung-თან ერთად ამზადებს Nexus-პლანშეტის ახალ მოდელს. სიახლე სავარაუდოდ, high-end-კლასის მოწყობილობებს განეკუთვნება. ის მიიღებს 10,1-დიუმიან სენსორულ დისპლეის გარჩევადობით 2560×1600 წერტილი (299 პიქსელი დიუმზე). ეს უფრო მეტია ვიდრე, უკანასკნელი თაობის Ipad-ის Retina-დისპლეი, რომლის გარჩევადობაც არის 2048×1536 წერტილი (პიქსელების რაოდენობა დიუმზე უტოლდება 264-ს).

დამზადების პროცესში მყოფი სიახლის სხვა მახასიათებლები, ჯერჯერობით არ სახელდება. თუმცა სავარაუდოდ, მწარმოებლები მასში დააყენებენ ახალ ოპ. სისტემას Android 4.2-ს.

CNET News ასევე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ Google და ASUS გეგმავენ ბიუჯეტური Android-პლანშეტის გამოშვებას 100 დოლარად.

გარდა ამისა, ვრცელდები ხმები, რომ ოქტომბერში გამოჩნდება Nexus 7-ის მოდიფიკაცია, რომელიც დამატებით Wi-Fi ადაპტერთან ერთად მიიღებს ჩაშენებულ 3G-მოდულს, რაც იძლება ფიჭურ ქსელებთან კავშირის საშუალებას.

 

წყარო: CNET News.

Categories
Samsung Uncategorized

Samsung-ის პასუხი iPhone 5-ზე

ამერიკის სასამართლოში დამარცხების შემდეგ Sasmsung აგრძელებს ბრძოლას Apple-ის წინააღმდეგ მარკეტინგული რეკლამებით. მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა iPhone 5-ის სრული სპეციფიკაციები Samsung-მა მოიყვანა შედარება მის პროდუქტთან.

Categories
Hardware Samsung

IFA 2012: პლანშეტი Samsung ATIV Tab აღჭურვილია 10,1-დიუმიანი თაჩსქრინით

კომპანია Samsung-მა დაამზადა პლანშეტური კომპიუტერი ATIV Tab, რომელიც არის Windows RT-ს ოპ. სისტემის მართვის ქვეშ. სიახლე წარდგენილია IFA 2012-ის გამოფენაზე. მოწყობილობაში გამოყენებულია ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს. სენსორულ 10,1-დიუმიან ეკრანს გააჩნია 1366×768 წერტილი გარჩევადობა.

ATIV Tab-ს აქვს ფლეშ-სივრცე ტევადობით 32 ან 64 გბ გბ, უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11a/b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, NFC მიკროჩიპი, GPS-მიმღები და ორი კამერა (1,9-მეგაპიქსელიანი წინა და 5-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა ავტოფოკუსით). ასევე არის, აქსელერომეტრი, გიროსკოპი, განათების სენსორი, USB 2.o პორტი და ბუდე ყურასმენების შესაერთებლად.

პლანშეტი იწონის 570 გ-ს, ხოლო მისი ზომები შეადგენს 265,8×168,1×8,9 მმ-ს. კვებას უზრუნველყოფს აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 8 200 მა/სთ.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=jOJeEpBlFV0[/youtube]

წყარო: Samsung.

Categories
Android Hardware Samsung

IFA 2012: მინი-პლანშეტმა Samsung Galaxy Note II-მა მიიღო LTE-ს მხარდაჭერა

Samsung  IFA 2012-ის გამოფენაზე (31 — 5 სექტემბერი; ბერლინი, გერმანია) წარმოადგენს პლანშეტის და სმარტფონის ჰიბრიდს Galaxy Note II-ს. მოწყობილობას გააჩნია 5,5-დიუმიანი სენსორული HD Super AMOLED დისპლეი გარჩევადობით 1280×720 პიქსელი და 4-ბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც. ორიგინალი მოდელს აქვს იგივე ზომის თაჩქსრინი გარჩევადობით 1280×800 წერტილი და 1,4 გიგაჰერციანი ჩიპი ორი ბირთვით.

სიახლის განკარგულებაშია უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11a/b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, GPS-მიმღები, NFC მიკროჩიპი, აქსელერომეტრი, მიახლოვების და განათების სენსორები, ბარომეტრი, ციფრული კომპასი, გიროსკოპი და ასევე MicroSD სლოტი მოცულობით 64 გბ-მდე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს; ჩაშენებული ფლეშ-მოდულის ტევადობა — 16, 32 ან 64. მოწყობილობას აქვს მთავარი კამერა ავტოფოკუსით და განათებით, მისი გარჩევადობაა 8 მლნ პიქსელი, ხოლო წინა კამერის გარჩევადობა შეადგენს 1,9 მლნ პიქსელს.

მინი პლანშეტს გააჩნია თითებით და სპეციალური კალმით S Pen-ით მართვის მხარდაჭერა. ტექნოლოგია Android Beam-ის გაუმჯობესებული ვერსია — S Beam, უზრუნველყოფს სხვადასხვა ფაილების გადაცემას უბრალოდ მოწყობილობის ანალოგიურ აპარტთან შეხების საშუალებით, Wi-Fi-შეერთების ან მობილური ქსელების მეშვეობით მონაცემების გადაცემის გარეშე.

Galaxy Note II-ს გააჩნია HSPA+-ის და LTE სტანდარტების მხარდაჭერა. მოწყობილობაში დაინსტალირებულია ოპ. სისტემა Android 4.1 Jelly Bean. სიახლის ზომებია 80,5×151,1×9,4 მმ, წონა შეადგენს 180 გ-ს. აკუმულატორული ელემენტის მოცულობა — 3 100 მა/სთ.

მინი-პლანშეტის გაყიდვები დაიწყება ოქტომბერში.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=aGxbH3WdBUU[/youtube]

წყარო: Samsung.

Categories
Samsung Uncategorized

Android-ის განვითარება Apple-ის პატენტების გვერდის ავლით

Apple – Samsung-ის სასამართლო საქმის შემდეგ, სადაც Apple-მა გაიმარჯვა ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა და ჩემთვის ყველაზე საინტერესო მათ შორის არის ის თუ როგორ მოახერხა Google-მა Android ოპ. სისტემის და თავისი მოწყობილობების გამოშვება პატენტებზე გვერდის ავლით. Samsung-ის სადაო პროდუქცია მართლაც იყო შთაგონებული Apple-ის დიზაინით რაც აპარატულ და პროგრამულ მხარეს შეეხო.

Categories
Hardware Samsung

Samsung Galaxy Note II უკვე ორ კვირაში

ჩვენ მხოლოდ ორი კვირა გვაშორებს Samsung-ის შემდგომი Galaxy Note სმარტფონის პრეზენტაციას. კომპანიის ახალი სარეკლამო ვიდეო მხოლოდ მცირე დეტალს: ახალ სტილუსს აჩვენებს და დანარჩენი მხოლოდ სატეკლამო ფრაზებით არის შემოფარგლული. შეგახსენებთ, რომ შემდგომი Note წარმოდგენილი იქნება Unpacked Berlin ღონისძიებაზე 29 აგვისტოს IFA-ს მიმდინარეობისას.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=KZPJcHwsSD4[/youtube]

წყარო: Engadget