Categories
Science

ასტროფიზიკოსებმა ყველაზე კაშკაშა ნეიტრონული ვარსკვლავი აღმოაჩინეს

Pulsar

ასტროფიზიკოსების საერთაშორისო კოლექტივმა აღმოაჩინა ცნობილ ნეიტრონულ ვარსკვლავებს შორის ყველაზე კაშკაშა M82X-2. კვლევის შედეგები ავტორებმა ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს.

ნეიტრონული ვარსკვლავი რენტგენული პულსარი აღმოჩნდა. მისი გამოსხივების ენერგია ათ მილიონჯერ არემატება მზისას. ობიექტის ნატება ასჯერ მეტია ნიშნულზე, რომელიც ნავარაუდევი იყო ასეთი ტიპის ობიექტებისათვის. სავარაუდოდ აღმოჩენილი ობიექტი იმყოფება ორმაგ სისტემაში, საკუტარი კომპანიონი ვარსკვლავით. ახლა მეცნიერები უკვე პულსარების სესახებ თავიანთ წარმოდგენაზე დაფიქრდნენ.

აქამდე ასტროფიზიკოსები თვლიდნენ, რომ აღმოაჩინეს შავი ხვრელი, თუმცა მათ არ შეულიათ პულსირებადი გამოსხივების შექმნა, რომლის პერიოდიც 1,37 წამს შეადგენს. გამოსხივება Messier 82-დან გამოდიოდა, ასევე ცნობილი როგორც სიგარა ან M82, ის დედამიწიდან 12 მილიონი სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს.

მისი წყაროს ძებნისას მზის სისტემაში ასტრონომებმა გამოიყენეს NASA-ის კოსმოსური ობსერვატორია  NuStar და Chandra-ის მონაცემები, ჯამში მათ გააანალიზეს M82-ის დაახლოებით 25 რენტგენის წყარო. შედეგად ასტრონომებმა მიაგნეს მძლავრი ნეიტრონული ვარსკვლავი M82X-2-ის მდებარეობას.

ითვლება, რომ პულსარები წარმოადგენენ ნეიტრონულ ვარსკვლავებს, რომლებიც ტრიალებენ ძალიან დიდი სიჩქარით, მათი მაგნიტური ველის ზოლი კი დახრილია მოძრავი ვარსკვლავის ცენტრისკენ.

ტალღის სიგრძის მიხედვით გაარჩევენ რადიოპულსარებს, რენტგენულ და ოპტიკურ პულსარებს.

წყარო: Nature

 

Categories
Science

ახალი პროტეზი, შშმ პირებს შეხების შეგრძნებას დაუბრუნებს

Hand

ახალი ტიპის პროტეზებმა ინვალიდებს მისცა საშუალება არა მხოლოდ ხელი ჰქონდეთ არამედ, ასევე დაიბრუნონ ტაქტილური შეგრძნებები, იტყობინება ჟურნალი Science Translational Medicine. საუბარია ელექტროსტიმულაციაზე, რომლის უზრუნველყოფაც, ცოცხალ ქსოვილში ელექტროდების ჩანერგვით ხდება.

ნერვები, რომლებიც საჭირო სიგნალებს გადასცემენ ტვინს, სტიმულირდება ელექტროდებზე კონტაქტური წერტილებით, რომლებიც იმპლანტირებულია ხელის „ცოცხალ“ ნაწილში (მხრის არეში). სპეციალური ალგორითმები თარგმნიან პროტეზზე განთავსებული სენსორების სიგნალს სხვადასხვა ინტენსივობის ელექტრულ იმპულსად, რომლებსაც ტვინი „კითხულობს“ როგორც ბუნებრივ იმპულსს.

პროტეზის ორ წელიწად ნახევრის გამოყენების შემდეგ იგორ სპეტიჩმა თვალახვეულმა შეძლო განესხვავებინა ბამბა, ტყავი და ქაღალდის ფურცელი. თავდაპირველად პროტეზის სიგნალები საკმაოდ არაზუსტია, თუმცა დროთა განმავლობაში მოწყობილობის ხშირი გამოყენების შედეგად სიგნალები ლაგდები „შეგრძნებების რუქაზე“, რომელიც ადამიანში ყალიბედბა მთელი ცხოვრების განმავლობაში – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ პროტეზის გამომგონებლები.

ჯერ-ჯერობით სისტემა მხოლოდ ლაბორატორიის პირობებში მუშაობს, თუმცა უკვე ხუთ წელიწადში გეგმავენ მისი პორტატული ვერსიის გამოშვებას.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=l7jht5vvzR4#t=64[/youtube]

წყარო: sciencemag

Categories
Science

მეცნიერებმა გაარკვიეს გენეტიკის როლი ბავშვების აკადემიურ მოსწრებაში

teach

ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს მემკვიდრეობითობის გავლენა სკოლის აკადემიურ მოსწრებაზე. გამოსაშვები გამოცდების შედეგების გადახედვის შედეგად (2010-2012 წლის გამოცდები), გაარკვიეს, რომ გენეტიკური ფაქტორებით შეიძლება აიხსნას შედეგების 60 პროცენტი. კვლევის შედეგები წარმოდგენილია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში.

დიდ ბრიტანეთში გამოსაშვებ გამოცდებზე სავალდებული საგნებია ინგლისური, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, რომლებსაც მოსწავლეები 16 წლის ასაკში აბარებენ. მკვლევარებმა განიხილეს 6653 წყვილი ტყუპის შედეგები, მათ შორის მონოზიგოტური და ჰეტეროზიგოტური. ორივე ტიპის ტყუპების შედარებამ მათ მისცა საშუალება გამოერკვიათ აკადემიური მოსწრების ფაქტორები, რომელიც დაკავშირებულია გენეტიკასა და აღზრდასთან.

ნიშნების გარდა, მეცნიერებმა ტესტების მეშვეობით გაზომეს ტყუპების 83 ფსიქოლოგიური თავისებურება, მათ შორის ინტელექტის დონე, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა, ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები და ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჯანმრთელობის მდგომარეობა განისაზღვრებოდა გენეტიკით 35-58 პროცენტ შემთხვევაში, ნიშნები განპირობებული იყო გენების მიერ 60 პროცენტ შემთხვევაში. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ გენების როლი გამოცდების ნიშნებში განპირობებულია არა მხოლოდ ინტელექტით, ასევე სხვა თვისებებითაც (როგორც გენეტიკური ისე შეძენილი).

წყარო: pnas.org

Categories
Science

მეცნიერებმა კლინიკური სიკვდილისას ცნობიერების მდგომარეობა გამოიკვლიეს

Near death exp

დღეისათვის ყველაზე მაშტაბურმა სიკვდილის წინა პერიოდის კვლევამ აჩვენა, რომ ცნობიერება გარკვეულ დონეზე ნარჩუნდება ტვინის ბოლომდე „გათიშვის“ შემდგომაც. საუტჰემპტონის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ოთხი წლის განმავლობაში შეისწავლეს ოთხ ათასზე მეტი პაციენტი, რომლებმაც გადაიტანეს გულის გაჩერება ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრიის 15 საავადმყოფოში. გადარჩენილი ადამიანების 40 პროცენტი ყვებოდა კლინიკური სიკვდილისას მათი ცნობიერების მდგომარეობის შესახებ. კვლევის შედეგები წარმოდგენილია ჟურნალ Resuscitation-ში.

2060 პაციენტიდან, რომლებმაც გულის გაჩერება გადაიტანეს, გადარჩა 330 ადამიანი, მათგან 140 ყვება ცნობიერ გამოცდილებაზე რეანიმაციის მდგომარეობაში. პაციენტების მონაყოლში გამოიკვეთა რამოდენიმე ლაიტმოტივი. ყოველმა მეხუთემ მოყვა, რომ მას ჰქონდა განცხრომის გრძნობა, ხოლო გამოკითხულთა თითქმის მესამედი მიუთითებდა დროის შენელებასა ან აჩქარებაზე. ზოგიერთი ყვებოდა ნათელ შუქზე, ზოგიერთი კი, რომ იმყოფებოდა წყლის ქვეშ. 13 პროცენტმა აღწერა სხეულისაგან განცალკევების პროცესი.

მაგალითად, 57 წლის სოციალური მუშაკი დიდი ბრიტანეთიდან, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობისას, „ხედავდა“ საოპერაციოში მიმდინარე მოვლენებს, როგორც გვერდითი მაყურებელი, მან შეძლო აეღწერა ყველა დეტალი, თუ როგორ მოქმედებდა პერსონალი, ასევე სამედიცინო მოწყობილობების ხმები. „ცნობიერების მოქმედება გრძელდებოდა მთელი სამი წუთის განმავლობაში, როდესაც გული უკვე აღარ ცემდა – ტვინი როგორც წესი ითიშება 20-30 წამის შემდეგ რაც ეს ორგანო გაჩერდება. პაციენტს ესმოდა მოწყობილობის ორი ხმოვანი სიგნალი, სწორედ მისი წყალობით შევძელით სიკვდილისწინა გამოცდილების ხანგრძლივობის განსაზღვრა“, – ყვება კვლევების ხელმძღვანელი სემ პარნია

ექიმი პარნიას აზრით, ძალიან ბევრს გადაუტანია ასეთი ტიპის გამოცდილება, თუმცა წამლები, რომლებიც გამოიყენება რეანიმაციისას (პირველ რიგში დამამშვიდებელი საშუალებები) არ აძლევს მათი ოპერაციის შემდეგ გახსენების საშუალებას.

წყარო: The Telegraph

Categories
Science

მეცნიერებმა შექმნეს მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის „მიკროფონი“ ერთი მოლეკულისაგან

uaumes18d9evhqhby9na

ისეთი სახელით, როგორიცაა „მიკროფონი“, სავარაუდოდ უნდა ველოდოთ რაღაც მცირე ზომისას – თუმცა არც ამდენად მცირეს. მეცნიერებმა მიაკვლიეს გზას, თუ როგორ უნდა აერეკლა მხოლოდ ერთ მოლეკულას ხმის ვიბრაცია.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხმაზე ჩვენ ვხმარობთ სიტყვას „გვესმის“ და არა „ვგრძნობთ“, რეალურად ხმა შედგება ფიზიკური ვიბრაციებისაგან და როდესაც ეს ვიბრაციები ხვდება ჩვენს ყურის ბარაბანს, ის აღიქმება როგორც ბგერა. როდესაც ეს ვიბრაციები ხვდება ერთ ცალ დიბენზორეტილის მოლეკულას, Physical Review Letters-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევების მიხედვით, ის იწყებს ვიბრირებას ბგერის დონის შესაბამისად.

Categories
Science

მეცნიერებმა ლითიუმ-იონის ელემენტების მუშაობის დროის სიმცირის მიზეზი ახსნეს

Batteries

მეცნიერები ა.შ.შ და საუდის არაბეთიდან ეცადნენ გაეგოთ ლითიუმ-იონის ელემენტების მცირე დროის მუშაობის მიზეზი. ავტორებმა შედეგები გამოაქვეყნეს ჟურნალ Nano Letters-ში.

ლითიუმ-იონის ელემენტი – ყველაზე პოპულარული ტიპის ელემენტია ისეთ მოწყობილობებში როგორიცაა ტელეფონები, ნოუთბუქები, ელექტრომობილები, ციფრული ფოტოაპარატები და ვიდეოკამერები. ის წარმოადგენს ელექტროდების წყვილს, რომელიც გაყოფილია ელექტროლიტებით გაჟღენთილი სპეციალური მასალით. მუხტის მატარებელს ასეთი ტიპის მოწყობილობებში წარმოადგენენ ლითიუმის იონები. ლითიუმ-იონის ელემენტებზე, ელექტრონული მიკროსკოპიის მეშვეობით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ტიპის ელემენტების მუშაობის დროის სიმცირე დაკავშირებულია მათ ანოდებზე ცვლილებებთან.

Categories
Science

როგორ ხატავს კომპიუტერი რკალს?

შეიძლება ბევრმა Adobe Illustrator-ის მომხმარებელმაც კი არ იცოდეს, როგორ ხატავს ეს პროგრამა რკალებს, რომელსაც Bézier curves ეწოდება. თუ ილუსტრატორი ხარ ძან მოგწონება ეს ვიდეო, თუ ილუსტრატორი არ ხარ მაინც აღტაცებული დარჩები.

Categories
Science

მზის სისტემის პლანეტების ატმოსფერო (ინფოგრაფიკა)

Planet's Atmosphere

Categories
Science

მეცნიერებმა შესაძლოა სიკვდილის ხუთი წლით ადრე წინასწარმეტყველების ინსტრუმენტს მიაკვლიეს

Smell

ასაკოვან ადამიანებში სუნის გარჩევის შეუძლებლობა, წარმოადგენს სიკვდილის ძლიერი პროგნოზირების ფაქტორს, ამბობენ ამერიკელი მეცნიერები. 5 წლის განმავლობაში კვლევების მონაწილეების 39 პროცენტი გარდაიცვალა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ვერ შეძლეს ყნოსვის უმარტივესი ტესტის გავლა. მათ ვისაც ჯანმრთელი ყნოსვა აღმოაჩნდათ, ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 10 პროცენტი შეადგინა. მეცნიერებმა დასკვნები წარმოადგინეს ჟურნალ PLoS One-ში.

2005-2006 წელბში ექიმებმა ხანშიშესულ ამერიკელებს (57-85 წელი) ჩაუტარეს 5 განსხვავებული სუნის ტესტი. რესპოდენტების უმეტესობამ (78 პროცენტი) ზუსტად განსაზღვრა ოთხი-ხუთი სუნი, 20 პროცენტმა – ორი ან სამი, 3,5 პროცენტმა – ერთი ან არცერთი.

ხუთი წლის შემდეგ, მეცნიერები დაუბრუნდნენ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებმაც გაიარეს ტესტი. იმ დროისთვის გარდაიცვალი იყო 430 ადამიანი – 12,5 პროცენტი. დემოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით (ასაკი, სქესი, რასა, შემოსავლების და განათლების დონე, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა) სიკვდილიანობა იმ ადამიანებში, რომელსაც გაუარესებული ყნოსვა ჰქონდათ (2005-2006 წლებში) გაცილებით მაღალი აღმოჩნდა.

„ჩვენი აზრით, ყნოსვის დაკარგვა – ეს მაჩვენებელია, ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალიზაცია. მას არ მივყავართ სიკვდილამდე, ის უბრალოდ წინ უძღვის ამ მოვლენას – ის წარმოადგენს ნიშანს იმისა, რომ ორგანიზმში ხდება რაღაც საშიში. ჩვენი კვლევები მოგვცემს საშუალებას შევიმუშაოთ მარტივი და იაფი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას გამოვავლინოთ რისკ ჯგუფები“, – განაცხადა სამუშაოების წამყვანმა ავტორმა ჯაიანტ პინტომ.

მეცნიერებს ჯერ-ჯერობით არ გამოურკვევიათ, თუ რატომ არის დაკავშირებული სიკვდილთან კონკრეტულად ყნოსვა. ამ დროისთვის ისინი რამოდენიმე ჰიპოთეზას განიხილავენ. პირველის თანახმად, ყნოსვითი ნერვი – ეს ერთადერთი თავის ქალის ნერვია, რომელიც უშუალოდ ურთიერთქმედებს გარემოსთან. მისი გავლით, დაბინძურებული ნივთიერებები, მიკრობები და მავნე ნაწილაკები ხვდება ატმოსფეროდან ნერვულ სისტემაში. მეორე ჰიპოთეზა მიუთითებს თვითრეგენერირებად ღეროვან უჯრედებზე ყნოსვით სისტემაში. ასეთ შემთხვევაში სუნების გარჩევის უნარის დაკარგვა ერთგვარი მაჩვენებელია იმისა, რომ ორგანიზმს აღარ შეუძლია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის რეგენერირება.

 

Categories
Science

მზის სისტემის ორგანიკა, შესაძლოა კომეტების მონაწილეობის გარეშე წარმოქმნილიყო

Sun, particles

აზოტზე დაფუძნებული ნაერთები, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლისათვის, მზის სისტემაში შესაძლოა კომეტების მონაწილეობის გარეშე წარმოიშვა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს ორი იზოტოპი: აზოტი-14 და აზოტი-15. პირველი ყველაზე გავრცელებულია და შეიცავს ნეიტრონების და პროტონების ერთნაირ რაოდენობას. აზოტ-15-ის ბირთვში ერთით მეტი ნეიტრონია, ვიდრე პროტონი.

ეს იზოტოპი ნაკლებად გავრცელებულია არაცოცხალ ბუნებაში და უფრო მეტად გვხვდება რთული რთული ორგანული მოლეკულების შემადგენლობაში, მაგალითად, ცილებში. ამას გარდა, სხვა პლანეტებთან შედარებით დედამიწის ატმოსფეროში მისი რაოდენობა გაცილებით მეტია.

მეტეორიტების და კომეტების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათზეც შედარებით მაღალი აზოტ-15-ის შემადგენლობაა. ამან კი მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ასეთი იზოტოპი შესაძლოა პლანეტაზე გარედან ყოფილიყო შემოტანილი.

თუმცა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ აზოტი-15-ის დაგროვებისთვის და გარე ნივთიერების ბიომოლეკულის წარმოსაქმნელად კომეტები საჭირო არ არის. იზოტოპი აზოტი-15 შესაძლოა საკმარისი რაოდენობით წარმოშობილიყო ადრეულ მზის სისტემაში, ხოლო აზოტის მარტივი ორგანული მოლეკულების ფორმირება კი მნათობის რადიაციით შესაძლოა მომხდარიყო.

დასკვნებამდე მეცნიერები მივიდნენ სპეციალურ ვაკუუმის კამერაში ექსპერიმენტების შდეგად, რომელიც ლოურენსის და ბერკლის სახელობის ნაციონალურ ლაბორატორიაშია განთავსებული. ამ კამერაში ადრეული მზის სისტემის პირობების იმიტირება მოხდა.

წყარო: ucsdnews