Categories
Hardware

oPhone-ს უკვე წიგნის სურნელის გამოცემაც შეუძლია

LE LABORATOIRE / OPHONE

გასულ წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ფუტურისტული აქსესუარი სახელწოდებით oPhone. ეს უცნაური მოწყობილობა აფრქვევს სურნელს. ასე რომ, მომხმარებელს შეუძლია oSnap-ის მეშვეობით გააგზავნოს სურათი და თან დაურთოს სასურველი სურნელი. მესიჯის ადრესატი კი შეძლებს გაგზავნილი არომატის შეგრძნებას. შერჩეული არომატის შეგრძნება ხდება oChips-ის საშუალებით, რომელსაც შეუძლია 300 000-ზე მეტი განსხვავებული სურნელის ამოცნობა. ეს ყველაფერი უჩვეულო ჩანს, თუმცა მეცნიერები მხოლოდ ამ ეტაპზე არ შეჩერებულან. ახლა უკვე, მათ დაამატეს სურნელი ელექტრონულ წიგნებსა და მუსიკალურ ჩანაწერებს.

დივაისის შემქნელმა და Vapor Communications-ის დამფუძნებელმა, დეივიდ ედვარდსმა, თავის ახალ შემოქნედებას უწოდა oBooks და oSongs. ამ წიგნებში, თუ თქვენ კითხულობთ ყვავილების ან ხილის შესახებ, შეძლებთ მათი სურნელის შეგრძნებას. oSongs-ში კი სიმღერებს მინიჭებული აქვთ მელოდიის შესაბამისი არომატი.

obook

ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი oBook წიგნი არსებობს. ზღაპარს “Goldilocks and the Three Bears”-ს მიანიჭეს შესაბამისი არომატები. წიგნის ხელმისაწვდომია გამოფენაზე Sensory Stories: An Exhibition of New Narrative Experiences, რომელიც ამ წუთებში ნიუ-იორკში მიმდინარეობს. კომპოზიცია oSongs-სათვის ერთად შეიმუშავეს კომპოზიტორმა დანიელ პიტერ ბირომ და პარფიუმერმა კრისტოფერ ლადამიელმა. მისი ნახვა შესაძლებელია გამოფენაზე Memory: Witness of the Unimaginable დიზაინ ცენტრში Le Laboratoire Cambridge, რომელიც მდებარეობს კემბრიჯში.

obrac_1

კომპანია Vapor Communications-მა განაცხადა, რომ ზრდის თავის ასორტიმენტს სამაჯურზე oBracelet. სამაჯურში ჩამოტაჟებულია ჩიპი, რომელსაც შეუძლია გამოსცეს სასურველი სურნელი რამდენიმე კვირის მანძილზე.

წყარო: engadget.com

Categories
Google Internet

Youtube: გავააქტიუროთ ექსპერიმენტული ინტერფეისი

Screen Shot 2015-04-17 at 11.17.11 PM

პრივეტ, %username%!

ბევრი ხმაურის გარეშე, Google-მა საშუალება მოგვცა დავტესტოთ Youtube-ის სამომავლო ინტერფეისი. ახალი ინტერფეისი გადაწყვეტილია მატერიალ დიზაინის სტილში. ფლეერის პრაქტიკულად ყველა ნაწილი იქნა ხელახლა დახატული. აღსანიშნავია, რომ ხმოვანი ნავიგაცია გახდა გამჭვირვალე, კონკრეტულ დროზე პრევიუ კი ყველა ვიდეოსთვის ხელმისაწვდომი შეიქმნა.

721f7a6f3ea245e6a2de7132027f1b6e

ასევე, დაემატა ანიმაციები ფლეერის მართვის ელემენტებს. დაკვრა/პაუზის ხატულას:

პარამეტრების ხატულას:

სრულ ეკრანზე შესვლა/გამოსვლის რეჟიმს:

განახლდა ფლეერის პარამეტრების მენიუ:

როგორ გავააქტიუროთ ახალი ინტერფეისი?

ვარიანტი 1:

  • გავხსნათ YouTube
  • გავხსნათ dev tools (დავაწვეთ F12-ს)
  • გავხსნათ კონსოლი (ვაჭერთ Esc-ს)
  • კონსოლში ვწერთ: document.cookie="VISITOR_INFO1_LIVE=Q06SngRDTGA"
  • Enter

ვარიანტი 2:

  • ვაყენებთ გაფართოებას
  • ვხსნით YouTube-ს
  • ვხსნით გაფართოების მენიუს
  • ვკლიკავთ პარამეტრზე VISITOR_INFO1_LIVE
  • მოცემულობას ვცვლით შემდეგით: Q06SngRDTGA
  • ვიყენებთ

P.S. ყველაფრის სწორად განხორციელებისათვის საჭიროა გვქონდეს Youtube-ის ინგლისური ვერსია (საიტის ქვემოთ ვირჩევთ ენას, ინგლისურს).

 

Categories
Internet

მარკ ცუკერბერგმა გადაწყვიტა ევროპა უფასო ინტერნეტით უზრუნველყოს

Mark-Zuckerberg-3

სოციალურ ქსელ Facebook-ის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა, გადაწყვიტა ევროპა უზრუნველყოს უფასო ინტერნეტით. ამის შესახებ იუწყება The Telegraph. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ დახმარებას მიიღებს ყველა, ვისაც ესაჭიროება.

მე უზრუნველვყოფ ევროპას ინტერნეტთან უფასო წვდომით

განაცხადა მარკ ცუკერბერგმა და დაამატა, რომ უკვე არსებობს ტექნოლოგია, რომელიც ამ ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას იძლევა.

მილიარდერი კვირაში 50-60 საათი მუშაობს ახალ პროექტზე Internet.org. მისი თქმით, მსოფლიოში ორ მესამედ მცხოვრებს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, რადგან ისინი ღარიბ ქვეყნებში ცხოვრობენ. მარკის განცხადებით,

ამ პროექტს აქვს ბევრი უპირატესობა. ის იძლევა წვდომას განათლებასთან, სამედიცინო ინფორმაციასთან, სამუშაო ადგილებთან და ა.შ.

Facebook-ის გარდა პროექტის ინიციატორები არიან კომპანიები: Ericsson, MediaTek, Nokia, Opera, Qualcomm და Samsung.

პროექტით Internet.org უკვე სარგებლობენ: ინდოეთი, განა, ზამბია, კენია, კოლუმბია და ტანზანია.

 

Categories
Science

NASA-მ შექმნა ტრანსპორტი სხვა პლანეტებისათვის

nasas-modular-robotic-vehicle-autonomous-car

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ წარმოგვიდგინა ახალი სატრანსპორტო საშუალების პროტოტიპი Modular Robotic Vehicle, რომელიც შემუშავებულია უმსხვილეს ავტომწარმოებლებთან ერთად. MRV შექმნილია მკაცრ პირობებში ფუნქციონირებისათვის სხვა პლანეტებზე, მაგალითად, მარსზე.

MRV ვიზუალურად ძალიან ჰგავს ავტომობილს გოლფის სათამაშოდ. ის მუშაობს ელექტრო ძრავებზე. ოთხივე ბორბალი დამოუკიდებლად მოძრაობს და შეუძლია 180 გრადუსზე, რაც ავტომობილს მანევრულობას ანიჭებს. გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 64კმ/სთ-ია. თუმცა, ამ დროისთვის მნახველებისათვის მისი სიჩქარე შეზღუდულია 24კმ/სთ-მდე. MRV-ს წონა შეადგენს დაახლოებით 900კგ-ს, ზომებია: 2.13×1.52მ.

ამ ელექტრო ტრანსპორტს აქვს ოთხი ძრავი: თითო ბორბალზე თითო. MRV-ს მართვა შესაძლებელია დისტანციურად, რაც ინჟინერების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. ოპერატორი, რომელიც მოშორებით მართავდეს იქნება მანქანას, შეძლებს ტრანსპორტთან ჰქონდეს დინამიური კავშირი.

იხილეთ NASA-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ვიდეო:

 

Panasonic HX-A1 – 45 გრამიანი კამერა

10923298_10152872434308562_2564549701252954991_n-1440x564_c

კომპანია Panasonic-მა წარმოადგინა ახალი ექშენ კამერა HX-A1, რომელიც გამორჩეულია რიგი მახასიათებლებით. კამერის სიგრძე 83,1 მმ-ია, დიამეტრი – 26 მმ, ხოლო მისი წონა სულ რაღაც 45 გრამს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ყოველთვის და ყველგან თან ატაროთ კამერა. მოწყობილობის კორპუსი აგებულია MIL-STD 810F და IPX8 სტანდარტების მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ: კამერა შეგიძლიათ ჩადოთ წყალში 1,5 მეტრ სიღრმეში, ამავე სიმაღლიდან დაანარცხოთ, გამოიყენოთ -10°C ტემპერატურაზე. Panasonic HX-A1-ს აქვს 2,8მპ-იანი MOS სენსორი და 2,6მმ-იანი ობიექტივი. კამერას შეუძლია გადაიღოს Full HD ვიდეო წამში 30 კადრით ან HD ვიდეო წამში 60 კადრით. ასევე აქვს შენელებული კადრის გადაღების რეჟიმი სიხშირით 120 კადრი წამში, თუმცა ამ შემთხვევაში ვიდეოს გაფართოება არის 848×480 პიქსელი.

 

კამერას, Panasonic HX-A1, აქვს დამატებითი აქსესუარები: ინფრაწითელი ფანარი და ინფრაწითელი ფილტრი, რაც საშუალებას გაძლევთ სრულ სიბნელეში გადაიღოთ კადრი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი: ეს პატარა მოწყობილობა შეგიძლიათ შეუერთოთ Panasonic-ის 2015 წლის ნებისმიერ კამერას და ისარგებლოთ ფუნქციით Twin Camera. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ობიექტი გადაიღოთ ორი განსხვავებული რაკურსით და შემდეგ მზა მატერიალი გააერთიანოთ ერთ ვიდეოში.

Panasonic-HX-A1-Action-Camera

კამერის შეძენა შესაძლებელი იქნება ამა წლის ივნისიდან დაახლოებით 200$-ად.

წყარო: geeky-gadgets.com

Categories
Android Google Microsoft

Microsoft-ისა და Cyanogen-ის ალიანსი დადასტურდა

 

gsmarena_001

დღეს გახდა ცნობილი, რომ Cyanogen-სა და Microsoft-ს შორის დაიდო ხელშეკრულება სტრატეგიული თანამშრომლების შესახებს. ამ შეთანხმების ფარგლებში Cyanogen იმუშავებს Microsoft-ის პროდუქტების ინტეგრაციაზე თავის Android საოპერაციო სისტემაში. კონკრეტულად საუბარია Bing-საძიებო სისტემაზე, Skype, OneDrive, OneNote, Outlook და Microsoft Office პაკეტებზე.

თანამშრომლობა ორივე კომპანიისთვის სარგებლის მომტანი იქნება, ერთის მხრივ რედმონდში მიიღებენ თავიანთი პროდუქტების გავრცელების სერიოზულ არხს, რომელიც 10 მილიონზე მეტ მოწყობილობაზეა დაყენებული. მეორე მხირდან Cyanogen მიიღებს სერიოზულ ინვესტიციებს Microsoft-ისგან.

იანვრის ბოლოდან ვრცელდება ჭორები, რომ Cyanogen გეგმავს თავისი საოპერაციო სისტემის Google-ისგან დისტანცირებას და ამისთვის მან 70 მილიონი მიიღო Microsoft-ისგან. Cyanogen-ის მეთაურმა კირტ მაკმასტერმა მაშინ განაცხადა, რომ ისინი აპირებენ “წაართვან Google-ს Android საოპერაციო სისტემა”.

ერთი თვის წინ კი Microsoft-ი მოელაპარაკა Samsung-სა და Sony-ს თავიანთ ფლაგმანებში წინასწარ დაეყენებინა OneNote, Skype და OneDrive 115 გიგაბაიტი უფასო ღღუბლოვანი საცავით. მართალია მოგვიანებით გაირკვა, რომ ამერიკაშ ზოგიერთი მობილური ოპერატორი ამ სმარტფონებს Microsoft-ის პროდუქციის გარეშე ყიდის და მხოლოდ Google-ის პროდუქტებს იყენებს და  ზოგიერთი ექსპერტის აზრით ეს Google-ის მხრიდან ზეგავლენის შედეგია.

Categories
Android

Huawei P8 – მეტალის ფლაგმანი

8e21345f7ee0f86d8c582d6eec67
კომპანია Huawei-ს აქვს სმარტფონების სამი მთავარი  მიმართულება: ტექოლოგიური Mate, გაყიდვების ლიდერი Honor და საიმიჯო ფლაგმანი P. P1 და P6 ყველაზე თხელი სმარტფონები იყო მსოფლიოში მათი გამოსვლის დროისთვის, თუმცა მწარმოებელმა მოგვიანებით გადაწყვიტა სისქის გამო არ დაეკარგა მისთვის ტექნიკური სიმძლავრე. P7 პირველი იყო ამ ცვლილების შედეგ და ის შუშის კორპუსში მოათავსეს, ხოლო ახლა გამოსული P8 უკვე მეტალის კორპუსშია.
გარეგნულად P8 ძალაინ გავს Huawei Ascen P6-ს, რომელიც ყველაზე თხელი იყო გამოსვლის დროისთვის, ასევე არის წყლისგან დაცვა, თუმცა მასთან ერთად აუზში ბანაობა არ გამოგივათ. გარდა იმისა, რომ გამოვა უამრავი დამცავი შალითა და ქეისი, იქნება კიდევ ერთი 4,3 დიუმიანი E-Ink ეკრანიანი ჩასადები.
795c9ec7626a008ac61889192b51

Huawei-მ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როცა შუშიდან მეტალზე გადავიდა, რადგანაც შუშის უმთავრესი პრობლემა მისი გამძლეობაა. უამრავი მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე მათ გადაწყვიტეს ალუმინის უნიბოდი გამოყენებინათ, რომლის მონოლითური კონსტრუქცია უფრო მყარია და არ აქვს მოხსნადი დეტალები. იხსნება მხოლოდ SIM ბარათის სლოტი.

დიდი ყურადღება მიექცა კამერას. პირველ რიგში აღსანიშნავია 13 მეგაპქსელიანი სენსორის ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა, რომელიც თეორიულად უფორ უკეთესია ვიდრე iPhone 6-ის კამერაში. ამის გარდა სმარტფონი პირველია მსოფლიოში, რომელსაც აქვს RGBW სურათების დამუშავების სისტემა, სადაც კიდევ ერთი ფერი – თეთრი არის დამატებული. ეს საშუალებას იძლევა გადავიღოთ უფრო კონტრასტული სურათები და გვქონდეს ნაკლები ხმაური არასაკმარისი განათებისას. წინა კამერა 8 მეგაპიქსელიანია.

675c8cd68a20691293437f026043-2

წინა მოდელებისგან განსხვავებით სმარტფონი ოდნავ გაიზარდა, ეკრანი გახდა 5.2 დიუმი. მწარმოებელმა არ გაზარდა გარჩევადობა და 1920×1080-ზე დარჩა, რაც მიაჩნიათ, რომ საკმარისია ხარისხიანი გამოსახულების მისაღებად და ამით მათ უფრო ნაკლებ ენერგომოხმარებას მიაღწიეს QHD ეკრანიანი ანალოგებისგან განსხვავებით.

სმარტფონს აქვს 64-ბიტიანი 8 ბორთვიანი პროცესორის HiSilicon Kirin 930, რომელიც 16 ნანომეტრიანი ტექნოლოგიითაა შექმნილი. ჩიპები ასეთი დონით მხოლოდ Samsung-ს აქვს დღეს და ასეთი პროგრესი ჩინური მწარმოებლისგან მართალც რომ გასაკვირია. Huawei-ს მონაცემებით სმარტფონი მისი უახლოეს კონკურენტებზე გაცილებით მეტ ხანს მუშაობს.

ოპერატიული მეხსიერება აქ 3  გიგაბაიტია და შიდა 32 გიგაბაიტი. გამოყენებულია საინტერესო ხრიკი მათთვის ვისაც არ უნდა მეორე სიმ ბარათი ან უნდა დამტებითი მეხსიარება მის ნაცვლად შეუძლია დააყენოს microSD ბარათი, რაც ძალიან მოქნილი მეთოდია. ამის გარდა სმარტფონს აქვს ყველანაირი ქსელების მხარდაჭერა და რა თქმა უნდა LTE Cat.6-ც.

https://www.youtube.com/watch?v=ftz_kpaLefg

Categories
Microsoft

Microsoft-ის პატენტი ეკრანის ბაქტერიებისგან გასუფთავებას ეხება

colocolo_tablet_cleaner_a

თანამედროვე სამყაროში, ჩვენ მუდამ გვიწევს დისპლეის სენსორთან შეხება. ჩვენ გვაქვს სმარტფონები, პლანშეტები, ნოუთბუქები სენსორული ეკრანით და სხვა ბევრი მოწყობილობა. თუმცა, არ ვუფიქრდებით, რომ ამგვარი დივაისების ეკრანი შესაძლოა მრავალრიცხოვანი ვირუსებისა თუ ბაქტერიების მატარებელი იყოს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვეხებით სახელურებს, შემდეგ კი ვიღებთ სმარტფონს. ამ დროს ყველა მიკრობი ეკრანზე რჩება. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც ერთ სმარტფონს რამდენიმე ადამიანი იყენებს. ამ პრობლემაზე დაფიქრდა Microsoft და დააპატენტა დისპლეის ბაქტერიებისგან ულტრაიისფერი გამოსხივების საშუალებით ავტომატური დეზინფექციის ტექნოლოგია.

1

Microsoft გვთავაზობს განვათავსოთ პანელში ან პანელზე ფენა, რომელიც გამოასხივებს ულტრაიიფერ სხივებს და  გაასუფთავებს ეკრანს. შუქი გამოსხივდება სპეციალური წყაროდან, რომელიც ფირის ნაპირებზეა მოთავსებული და ირეკლება მისი გვერდებიდან. შუქის ნაწილი სპეციალური საკონტაქტო წერტილებიდან გარეთ აღწევს, რა დროსაც მომხმარებლის თითებს ბაქტერიებისგან ასუფთავებს.

uv-infection-microsoft-touchscreen-421x480

ჯერ-ჯერობით ამ ტექნოლოგიის რეალურ მოწყობილობებში დანერგვაზე არაფერი არ არის ცნობილი.

Categories
Android Hardware Samsung

Galaxy Note 5-ს შესაძლოა 4K დისპლეი ჰქონდეს

gsmarena_002

Analyst Days-ს პრეზენტციისას,  სამხრეთ კორეულმა კორპორაცია Samsung-მა დაამტკიცა ვარაუდი, რომ ამ წელს გამოუშვებს მობილურ მოწყობილობას Super AMOLED 3840х2160 გაფართოების  დისპლეით. ამავდროულად, მწარმოებლებმა შეიმუშავეს პიქსელების ახალი განლაგება, რომლის სახელწონდებაა “ალმასის პიქსელი”, რომელსაც აქვს PenTile-ის მსგავსი სტრუქტურა. წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ სწორედ ასეთი ეკრანით აღიჭურვება Galaxy Note 5. პანელის წარმოება კი აგვისტოში დაიწყება. კომპანიამ უნდა მოასწოს დივაისის პრეზენტაცია IFA 2015-სთვის.

samsung-display-slide-1-480x282

ამასთავე, ცნობილი გახდა, რომ ჩვეულებრივ Galaxy Note 5-ს ექნება 5,89 დიუმიანი დისპლეი, ხოლო Galaxy Note 5 Edge მიიღებს 5,78 დიუმიან ეკრანს. პიქსელების სიმჭიდოვე იქნება 748ppi და 762ppi, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

წყარო: phonearena.com

Xiaomi-მ 2.12 მილიონი სმარტფონი გაყიდა 12 საათში

xiaomi

სმარტფონის გამომშვები ჩინური კომპანია Xiaomi შეიძლება არ იყოს ყველაზე ძლიერი ბაზარზე, მაგრამ ისინი ნამდვილად ცდილობენ ამის მიღწევას. Mi Fan Festival 2015-ზე, სადაც Xiaomi თავის მეხუთე წლისთავს აღნიშნავდა კომპანიამ ფასდაკლება გაუკეთა რამდენიმე პოპულარულ სმარტფონს და აქსესუარს. მათი მიზანი რეკორდის დამამყარებელი რიცხვების მიღწევა იყო. როგორც ჩანს ამას მიაღწიეს.

12 საათიანი ფესტივალის დასრულების შემდეგ, Xiaomi-მ გაყიდა 2.12 მილიონი სმარტფონი, ჯამში 335 მილიონ დოლარად. გასულ წელს ჯამში 1.3 მილიონი ტელეფონი გაიყიდა ამავე ფესტივალზე. კომპანიამ ასევე 38 000 Mi TV, 200 000 Mi Band და 247 000 Mi Power Strip გაყიდა.

Xiaomi-მ გაყიდა დევაისები შვიდ სხვადასხვა რეგიონში ამ წელს. მალაიზია, ინდოეთი და ინდონეზია მალე ამ რიცხვს შეურთდებიან.

მხოლოდ 2014 წელს, მშოფლიო მასშტაბით Xiaomi-მ გაყიდა 61 მილიონი სმარტფონი. ამ რიცხვმა კომპანია სმარტფონების გამოშვებით მსოფლიოში მესამე ადგილზე მიიყვანა. რა თქმა უნდა, კომპანია ასეთი რიცხვებით ყოველდღე გაყიდვას ვერ მოახერხებს. 2.12 მილიონი დევაისის გაყიდვა 12 საათში მიღწევაა, რისი გამეორებაც სხვა ბევრ კომპანიას არ შეუძლია.

წყარო: Android Authority