Categories
Apple

iOS 8.1.2-ის Jailbreak – Mac OS პლატფორმაზე

Screen Shot 2015-01-20 at 12.00.30 AM

ქსელში გამოჩნდა ახალი უტილიტა PP Jailbreak, რომელიც საშუალებას იძლება iOS 8.1.2 და უფრო ადრინდელი ვერსიებისთვის. უტილიტა თავსებადია OS X საოპერაციო სისტემასთან. პროცედურა ძალიან მარტივია და რამდენიმე ღილაკზე დაჭერით ხირციელდება, თუმცა პროგრამის ინტერფეისი ჩინურ ენაზეა და შესაძლოა მომხმარებლები ვერ გაერკვიონ მათ დანიშნულებაში. აი მოკლე ინსტრუქცია, რომ გაგიადვილდეთ მუშაობა ამ აპლიკაციასთან.

1. გადმოწერეთ  უტილიტა PP Jailbreak და შემოწმეთ განახლებულია თუ არა ის აქტუალურ ვერსიამდე.
2. თუ iPhone-სა და iPad-ზე დაყენებული გაქვთ პაროლი , გამორთეთ ის პარამეტრებიდან.
3. iCloud-ის პარამეტრებში გამორთეთ ფუნქცია “Find my iPhone”.
4. შეუერთეთ მოწყობილობა კომპიუტერს და შექმენით საერზერვო ასლი.
5. გადაიტანეთ პროგრამა PP Jailbreak კატალოგში Applications და შემდეგ გაუშვით ის. პროგრამამ უნდა შეძლოს მიერთებული მოწყობილობის მოდელის აღმოჩენა.
6. მოხსენით თოლია პუნქტიდან “PP” რომელიც აპლიკაციის ფანჯრის მარცხენა ქვედა კუთხეშია.
7. ჯეილბრეიქის პროცესის დასაწყებათ უნდა დააჭიროთ დიდ ღილაკს აპლიკაციის ცენტრში. დაწყებამდე აპლიკაცია გაგაფრთხილებთ, რომ საჭიროა Find My iPhone-ის გამორთვა.
8. დაელოდეთ პროცედურის დასრუებას, მწვანე თოლია გაუყებთ პროცესის წარმატებით დასრულებას.
9. გადატვირთეთ სმარტფონი ან პლანშეტი, რომ მთავარ ეკრანზე დაემატოს Cydias გამშვები ხატულა.

შეიძლება თუ არა სმარტფონის დასამუხტად დატოვება მთელი ღამის განმავლობაში?

charging
ჩვეულებრივად სმარტფონის დამუხტვას 2-3 საათი სჭირდება, მაგრამ ხშირად ჩვენ მას მთელი ღამის განმავლობაში ვტოვებთ მიერთებულს დამტენზე – უბრალოდ იმიტომ, რომ იმ მომენტისთვის, როცა ის 100%-ზე ავიდა ჩვენ უკვე მეცხრე სიზმარს ვხედავთ. ისმის ლოგიკური შეკითხვა, არის თუ არა აკუმლატორის ჯანმრთელობისთვის ასეთი რეჟიმი სასარგებლო?
ბერკლის ნაციონალურმა ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ქსელში მიერთებული დამტენი მოწყობილობა დატვირთვის გარეშე მოიხმარს 0.26 ვატ ენერგიას. მიერთებული სმარტფონით მოხმარება 3.68 ვატამდე იზრდება. დამუხტვის დამთავრების შემდეგ გარკვეული დატვირთვა წრედზე მაინც შეიმჩნევა, ამიტომაც ენერგიის მოხმარება მცირდება მაგრამ უმნიშვნელოდ 2.24 ვატანდე, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2 ვატი ექვსი სააათის განმავლობაში უაზროდ გამოიყენება, წლის განმავლობაში ჩვენი მრიცხველი დამატებით 5 კილოვატს დაწერს. არის თუ არა ეს ბევრი თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ.
სხვა საქმეა, რომ ლითიუმ-იონის ბატარეებზე უარყოფითად აისახება სრულად დამუხტული რეჟიმი, რითაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირება. დამუხტვის კონტროლერები დღევანდელ სმარტფონებში ამ მოთხოვნას ითვალისწინებენ და არასდროს არ მუხტავენ ბატარეას ბოლომდე. ანუ ეს პრობლემა ამ ხრივ მოგვარებულია, თუმცა კონტროლერები იშვიათად, მაგრამ მაინც გამოდიან მწყობრიდან, რასაც აკუმლატორის ზედმეტად დამუხტვამდე, გადახურებამდე და უკიდურეს შემთხვევაში აალებმდე მივყავართ. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს უხარისხო ჩინური ბატარეების ან არასერტიფიცირებული დამტენი მოწყობილობების გამოყენებისას.
თუ თქვენ გაქვთ თქვენი გაჯეტის ქარხნული ან სერტიფიცირებული დამტენი და ასევე ბატარეა, რომელიც მასში დევს ორიგინალია ან შეცვლილია სხვა სერტიფიცირებული ბატარეით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მისი მთელი ღამით მიერთებული დატოვება თუ რა თქმა უნდა არ გენანებათ წელიწადში ზედმეტი 5 კილოვატი ელ-ენერგიის მოხმარება.
როგორც ბატარეების მწარმოებლები გვპირდებიან, ძალიან მალე სმარტფონები არ რამდენიმე საათში არამედ რამდენიმე წუთში დაიმუხტება და არ მოგვიწევს ვიდარდოთ ფუჭად დახარჯულ ენერგიაზე, აკუმლატორის ჯანმრთელობაზე და სახანძრო უსაფრთხოებაზე.
Categories
Apple

Apple გამოუშვებს სპეციალურ სტილუსს iPad Pro-სთვის

Adonit_Jot_Pro_Stylus_for_iPad_-_1_1024x1024“ღმერთმა ათი სტილუსი მოგვცა, მოდით, ნუ შევქმნით კიდევ ერთს,”- ამბობდა სტივ ჯობსი, რომელიც ამგვარი აქსესუარების წინააღმდეგი იყო. 2007 წელს მან წარმოგვიდგინა 3,5 დიუმიანი iPhone სტილუსის გარეშე. იმ დროისთვის კი მოწყობილობების უმეტესობა გამოდიოდა სტილუსით. პირველი iPad-ის შემქნის დროსაც არ გამოჩენილა სტილუსი. ახლა კი შეიძლება ყველაფერი შეცვალოს დაანონსებულმა 12 დიუმინმა iPad Pro-მ – მოწყობილობის გამოსვლას ისევე ძლიერ ელოდებიან, როგორც Apple Watch-ს ელოდებოდნენ. KGI Security-ს ანალიტიკოსმა მინგ ჩი კომ განაცხადა, რომ iPad Pro გამოვა სტილუსით. ამასთანავე, სპეციალისტი ვარაუდობს, რომ Apple ახალ პლანშეტს წარმოგვიდგენს 2015 წლის მეორე კვარტალში.

სტილუსი გაიყიდება მოწყობილობისგან დამოუკიდებლად, რადგან ყველას არ სჭირდება ეს საჭირო, მაგრამ არა აუცილებელი აქსესუარი. სტილუსი იმუშავებს მხოლოდ Apple-ის პლანშეტზე. მას ჩაშენებული ექნება ბატარეა, რომელიც საჭიროებს დამუხვტვას. ასევე, ექნება უახლესი გაუმჯობესებები: კონსტრუქციაში ჩაშენებული აქსელერომეტრი, გიროსკოპი და გაფართოებული შესაძლებლობები წერისთვის. რამდენად მართალი აღმოჩნდება ეს მოლოდინები, რამდენიმე თვეში გავიგებთ.

ipad-pro-stylus

 

Categories
Samsung

Qualcomm Snapdragon 810 ძალიან ხურდება?

qualcomm-snapdragon
Digitimes-ის ინფორმაციით, კომპანია Samsung თავისი მომავალი ფლაგმანის Galaxy S6-ის Qualcomm Snapdragon 810-ით გამოშვებას შეზღუდავს. ამის მიზეზად მუშაობისას მისი სერიოზული გადახურება სახელდება. 90%-ზე მეტ Galaxy S6-ში იქნება Samsung Exynos პროცესორი, რომელიც 14 ნანომეტრიანი პროცესით არის შექმნილი და დიდად არ ჩამოუვარდება Qualcomm-ის ჩიპს.
Qualcomm-ის Snapdragon 810 – TSMC-ის ფაბრიკებში იწარმოება 20 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. მიმდინარე წლის ივლისიდან TSMC გადადის 16 ნანომეტრიან წარმოებაზე, რაც უფრო გრილი პროცესორების წარმოების საშუალებას მისცემს.
კომპანია Qualcomm უარყოფს, რომ Snapdragon 810-ს აქვს რპობლემები გადახურებასთან დაკავშირებით. ბაზარზე უკვე არის დაანონსებული მოწყობილობები LG GFlex 2, Xiaomi Mi Note Pro, მაგრამ ისინი ჯერ გაყიდვაში არ არის და მათი მუშაობის შესახებ მონაცემები  სამწუხაროდ არ გვაქვს.
Categories
Samsung

Tizen – აქვს თუ არა მას მომავალი?

tizen

ჯერ კიდევ ვერ გამიგია თუ რაში დაჭირდა Samsung-ს Tizen საოპერაციო სისტემის საფლავიდან ამოთხრა და მისი სმარტფონზე გაშვება. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის საერთაშორისო რელიზი და მხოლოდ ინდოეთში იქნება პირველ ეტაპზე, მაინც გაურკვეველია კომპანიის სამომავლო გეგმები ამ საოპერაციო სისტემასთან დაკავშირებით.

Tizen თავის დროზე ჩაფიქრებული იყო, როგორც უნივერსალური საოპერაციო სისტემა. მის ბაზაზე უკვე შეუძლია მუშაობა ტელევიზორებს, სმარტ-საათებს, კამერებს, ნავიგატორებს და სხვა გაჯეტებს. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა Samsung-ის შორს მიმავალი გეგმები მასთან დაკავშირებით. დღისათვის სმარტფონების აბსოლუტური უმრავლესობა Android-ზე მუშაობს და მიუხედავად Microsoft-თან ურითერთობის დათბობისა Google სა და Samsung-ს შორის პარტნიორობა ეჭვგარეშედ რჩება.

თუ გადავხედავთ Tizen-ს ის Android-ის მსგავსი სისტემაა და Linux-ის ბირთვზე მუშაობს. საოპერაციო სისტემას უკვე აქვს თავისი აპლიკაციების მაღაზია, მაგრამ მისგან სარგებელი ჯერ-ჯერობით არ არის და ამის მთავარი მიზეზი Google Play-თან თავსებადობაა. გაუგებარია რა საჭიროა საკუთარი  მაღაზიის გაშვება თუ ის ისედაც უშვებს Android-ის აპლიკაციებს. კომპანია Samsugn კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს ამ სისტემის განვითარებისთვის, თუმცა მას ბევრი აკლია იმისთვის, რომ ფლაგმანური მოწყობილობებისთვის გამოსადეგი გახდეს.

საოპერაციო სისტემის გზა დიდი ბაზრისაკენ იწყება Z1 სმარტფონით, რომელიც 92 დოლარი ღის. რამდენად მოსალოდნელია Tizen-ით Android-ის ჩანაცვლება Samsung-ის სმარტფონებში? მინდა გითხრათ, რომ ეს არ მოხდება და ამას თავისი მიზეზები აქვს.

page_samsung-galaxy-z-tizen-smartphone-launched

Android-ის პოზიციების შერყვა ადვილი არ არის და კონკურენციის გაწევა თითქმის შეუძლებელია და Tizen-თან მიმართებაში ამ სიტყვის გამოყენებაც კი უადგილოდ მიმაჩნია. Android-თან კონკურენტული ბრძოლა დღეს არავის არ შეუძლია, მათ შორის Apple-საც, რომლის წილი მობილურ საოპერაციო სისიტემებში მსოფლიო მასშტაბით 12 პროცენტს არ აღემატება და იმის გათვალისწინებითაც, რომ  iPhone და iPad მოწყობილობები საუკეთესოდ ითვლება თავის კლასში. Tizen-ის მთავარი სამიზნე ბიუჯეტური მოდელები იქნება, რომელიც გარკვეული ბაზრის სგემენტებით შეიზღუდება.

კიდევ ერთი დიდი არგუმენტი არის ის, რომ Tizen ახალს არაფერს გვთავაზობს. თუ გავიხსენებთ იმ პერიოდს, როცა Android-მა დაიწყო iOS-ის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ ბევრი ალტერნატივა გამოჩნდა და გაქრა, მათ შორის  MeeGO, Maemo და სხვა მრავალი სისტემა, რომელიც თავისებურად საინტერესო და პერსპექტიული ჩანდა ერთი შეხედვით. ისეთმა კომპანიამ, როგორიცაა Microsoft, ვერ შეძლო Windows Phone პლატფორმით მომხმარებლის დაინტერესება იმდენად, რომ ბაზარზე საგრძნობლად გაემაგრებინა პოზიციები.

კიდევ ერთი ფაქტორი რაც Tizen-ის წინააღმდეგ იმოქმედებს ეს არის Samsung-ის მოგების შემცირება. ფლგამანური Galaxy S5-ის გაყიდვები 40%-ით არის დაცემული, რაც საერთო ჯამში მთელი ფლაგმანური ხაზის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ეყოფა თუ არა მწარმოებელს დრო და რესურსი ახალი საოპერაციო სისიტემისთვის ნამდვილად საეჭვოა.

სმარტოფნების ეპოქა დასასრულს უახლოვდება და სიახლეს ნაკლებად ელის მათგან მომხმარებელი. სხვა ამბავია საათები და ჭკვიანი გაჯეტები ყოველდღიური ცხოვრებისათვის. ეს ის სეგმენტია სადაც Android-მა ჯერ ვერ მოასწრო ფესვების გადგმა და არც Apple-ს არ აქვს პრეტენზია ბაზარს სრულად დაეპატრონოს. სწორედ აქ, ჭკვიან საყოფაცხოვრებო მოწყობილობებში შეიძლება იპოვოს თავისი ადგილი Samsung-ის მეშვეობით Tizen საოპერაციო სისტემამ.

Categories
Google

Google Glass-ის განვითარებას Apple-ის ყოფილი თანამშრომელი გააგრძელებს

db1632a5efc8041d7bbe00cf93fcf700
კომპანია Google ერთ კვირაში შეყვეტს Glass Explorer პროგრამას და გამოყვას მას ექსპერიმენტული Google X განყოფილებიდან. გაჯეტის შემდგომ განვითარებას გააგრძელებს ტონი ფადელი, რომელიც iPod-ის დიზაინის შექმნით იყო დაკავებული Apple-ში, ხოლო შემდეგ შექმნა კომპანია Nest, რომელიც თერმოსტატებს აწარმოებს. ერთი წლის წინ Google-მა ის 3,2 მილიარდ დოლარად შეიძინა.
Google Glass-ის შეძენა თავიდანვე რთული პროცესი იყო და საჭიროებდა Glass Explorer პროგრამაში მოანწილეობას. რამდენიმე თვის იწნ კი მისი შეძენა ნებისმიერ მომხამრებელს შეეძლო, თუმცა ფართო გაყიდვები მას ჯერ არ ღირსებია და მათი რაოდენობა შეზღუდულია და ფასიც შესაბამისად 1500 დოლარს შეადგენს.
შესაძლოა ამ ზაფხულს Google-მა წარმოადგინოს ჭკვიანი სათვალეების განახლებული ვერსია I/O-ზე და რაც მთავარია გაცილებით იაფად მის Play Store-ში.
Categories
უსაფრთხოება

ობამა ეთანხმება ბრიტანეთის პრემიერს შიფრაციის გატეხვასთან დაკავშირებით

obama-cybersecurity
საფრანგეთში ტერორისტული შეტევების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა გამოთქვა ინიციატივა აიკრძალოს დაშიფრვის გამოყენება, რომელსაც არ ექნება “შავი შესასვლელი” სპეცსამსახურებისთვის. ახლა ამ ინციატივას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა, რომელიც სრულად დაეთანხმა კამერონს.სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ამერიკის კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას ეხებოდა მან თქვა: “თუ ჩვენ აღმოვაჩინეთ ტერორსიტული შეთქმულების დამადასტურებელ ფაქტს და არ გვაქვს წვდომა სატელეფონო საუბრებზე, სოციალურ ქსელებს და ელ-ფოსტაზე, არ შეგვილძია წავიკითხოთ მიმოწერა და მოვისმინოთ საუბარი.. ეს პრობლემაა” პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ მას ჯერა სილიკონის ველის კომპანიების პატრიოტიზმის და იმედოვნებს, რომ ისინი შესაბამისად უპასუხებენ მთავრობის ინიციატივას.

შეერთებულ შტატებში სპეცსამსახურები დიდი ხანია დაკავებული არიან საუბრების მოსმენით, ელ-ფოსტის კონტროლით და სოციალური ქსელების მონიტორინგით, სასამართლოს ორდერითა და მის გარეშე. სნოუდერნის შემდეგ, როცა გამოაშკარავდა მოსმენების რეალური მასშტაბები, როცა სმარტფონების და საოპერაციო სისიტემების მწარმოებლებმა დაიწყეს ჩაშენებული შფრაციის გამოშვება უეცრად დასრულდა მოსმენების “ოქროს ხანა”. ობამა თვლის, რომ საჭიროა არსებობდეს საშალება, რომლის მეშვეობითაც კომუნიკაცია პრივატული დარჩება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სპეცსამსახურებს ექნებათ სასამართლოს თანხმობის შემდეგ ამ კომუნიკაციის მოსმენა. საინტერესოა, რომ კლინტონის ადმინისტრაცია ცდილობდა მსგავსი ინიციატივსი გატანას 90-იან წლებში, რითაც დამშიფრავ მოწყობილობებში სანიშნის ჩამატებას, მაგრამ ვერ მიაღწიეს წარმატებას.

უსაფრთხოების ექსპერტები კი ამბობენ, რომ გარკვეული მასტერ-გასაღების არსებობის შემთხვევაში უსაფრთხოების სისტემა მოწყვლადი იქნება. ნებისმიერი ჰაკერი, რომელიც ამ გასაღებს მოიპარავს შეძლებს სისტემების მარტივად გატეხვას. კრისტოფერ სოგჰაინი, რომელიც ამერიკის სამოქალაქო თავისუბლების ინჟინერია გაკვირვებულია იმით, თუ როგორ შეიძლება ერთსა და იგივე საუბარში კიბერუსაფრთხოებაზე იწუწუნო და ამასთანავე შიფრაციის წინააღმდეგი იყო.

TechnoLOGIC — ყოველკვირეული პოდკასტი [S02E02][ვიდეო]

Categories
Google Microsoft უსაფრთხოება

Google-მა Windows-ის კიდევ ორი ჩაუსწორებელი მოწყვლადობა გამოაქვეყნა

flashback-vulnerability

წინა კვირას, Microsoft-მა საჯაროდ უსაყვედურა Google-ს, რომელმაც გამოააშკარავა Windows-ის უსაფრთხოების პრობლემა, რომლის საშუალებითაც ჰაკერებს შეუძლიათ სისტემაზე კონტროლის მოპოვება.  ახლა უკვე Google-ის Project Zero-ს ფარგლებში კიდევ ორი Microsoft-ის ბაგი გამოქვეყნდა რაც უკვე ჯამში ოთხი მოწყვლადობაა ბოლო კვირების განმავლობაში.

Project Zero არის Google-ის ინიციატივა, რომელიც ავლენს უსაფრთხოების პრობლემებს და შემდგომში ატყობინებს კომპაინებს და აძლევს მათ 90 დღეს, რომ მოაგვარონ პრობლემა. თუ კომპანია არ მოიმოქმედებს არაფერს, ისინი ამ მოწყვლადობას საჯაროდ გამოიტანენ. ორი ახალი მოწყვლადობა, რომელიც გამოქვეყნდა ჰაკერს საშუალებას აძლევს მომხმარებლის ფაილები დაშიფროს ან გამოშიფროს Windows 7 და Windows 8.1-ზე.

Google-მა ამის შესახებ Microsoft-ს 2014 წლის 17 ოქტომბერს შეატყობინა და ამ უკანასკნელა 90 დღის განმავლობაში არაფერი არ მოიმოქმედა.

Microsoft-მა მოახდინა Google-ის ინფორმირება, რომ იანვრის პატჩებში მოხვდებოდა აღნიშნული შეცდომების გასწორება, მაგრამ შემდგომ ამოიღო ეს განახლებები თავსებადობის პრობლემებიდან გამომდინარე და ახლა მისი გამოსვლა თებერვალშია დაგეგმილი.

მეორე მოწყვლადობა შემტევს აძლევს მონაცემებს ნერეგიის მოხმარების პარამეტრების შესახებ და შეიძლება მომხმარებლისთვის უვნებლადაც ჩაითვალოს. ორივე Google და Microsoft თანხმდებიან, რომ ეს არა არის პრობლემა და Microsoft არ აპირებს ამ ბაგის გამოსწორებას სასწრაფოდ და ის უფრო შორეულ მომავალში ჩასწორდება.

პროექტის წესებიდან გამომდინარე Google დათქმულ ვადებში ათავსებს ინფორმაციას მიუხედავად იმისა მზად აქვს თუ არა Microsoft-ს შესაბამისი პატჩი, რაც გარკვეულ წილად საფრთხეს უქმნის Microsoft-ის პროდუქტების მომხმარებლებს, თუმცა Microsoft-ის მხრიდანაც ძალიან უცნაურია თუ რატომ ვერ მოახერხა 90 დღის განმავლობაში პატჩების გამოშვება.

Categories
Apple

iPhone 6 კოსმოსიდან დედამიწაზე გადმოაგდეს

iphone-6-stratosphere-1

დამცავი ქეისების მწარმოებელმა, Urban Armor Gear-მა, iPhone 6 გადმოაგდო პირდაპირ კოსმოსიდან დედამიწაზე. კომპანიამ სმარტფონს “ჩააცვა” ერთ-ერთი თავისი წარმოებული ქეისი და გააგზავნა კოსმოსში აეროსტატზე მიმაგრებული. აფრენის შემდეგ ტელეფონი მალე გაიყინა და განიმუხტა. შემდეგ გადმოაგდეს დაახლოებით 30 ათასი მეტრის სიმაღლიდან. დაცემის შემდეგ ის იპოვეს სადღაც ინგლისში. ვარდნის ვიდეო გადაიღეს GoPro-ს ორი კამერით და დაიდო YouTube-ზე.

მოგვიანებით გაშალეს პარაშუტი, ამიტომ გამოცდა არ შეიძლება ზუსტად ჩაითვალოს. გამოცდა საკმაოდ უჩვეულო იყო.