Categories
Software

Firefox – მალე iOS პლატფორმისთვის გამოვა

firefox_iphone_hero

ძალიან დიდი ხანია Apple არ აძლევს Firefox-ს გამოვიდეს iOS აპლიკაციით, რადგანაც ის იყენებს საკუთარ ვებ-ძრავას, თუმცა Chrome-ის მსგავსად ის შეიძლება მაინც გამოვიდეს Apple-ის მოწყობილობებისათვის.

Mozilla-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯონათან ნაითინგელმა თქვა: “ჩვენ გვინდა ვიყოთ იქ სადაც ჩენი მოხმარებლები არიან. ამიტომაც ჩვენ გამოვუშვებთ Firefox-ს iOS-ზე” გაურკვეველია თუ როგორ მოხდება ეს, რადგანაც Apple არ გეგმავს თავისი პოლიტიკის შეცვლას, რომელიც გარეშე მწარმოებლის ბრაუზერის ძრავას დაუშვებს სისტემაში. ამ ეტაპზე შესაძლებელია განხორციელდეს Firefox-ის ანგარიშების და სანიშნების სინქრონიზაციის მხარდაჭერა.

მომხმარებლისთვის ერთი და იგივე ბრაუზერის გამოყენება მრავალ პლატფორმაზე ნიშნავს სანიშნების, რჩეულების და ანგარიშების სინქრონიზაციას რითაც Firefox-ის პოპულარობა გაიზრდება და iOS ამ მხრივ დიდი რესურსია Mozilla-სთვის.

Categories
Google

Google Drive-ის ახალი შესაძლებლობა

Google Docs-ის მომხმარებლებს ხშირად უწევს სხვადასხვა ფორმატის ფაილებთან მუშაობა. Google ცდილობს მუშაობის პროცესი გაამარტივოს განახლებების საშუალებით. ამიერიდან, Google Drive მომხმარებლებს საშუალებას აძლევს Gmail-ში დანართების სახით მიღებული ფაილები ადგილზევე დააფორმატონ.

ზოგჯერ კი, მომხმარებლები საჭიროების წინაშე დგებიან დაფორმატების გარეშე გახსნან და ცვლილებები შეიტანონ Office-ის ფაილში. ამ მდგომარეობაში აღმოჩენილებს დაგვეხმარება Chrome-ის გაფართოება .

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ Google-ის დახმარების ცენტრს.

Categories
Linux

ოფიციალური Ubuntu 14.10 ‘Utopic Unicorn’ მაისურები

ubuntu-tshirt-runnerCanonical-ის მაღაზიაში ხელმისაწვდომი გახდა Ubuntu 14.10 Utopic Unicorn-ის მაისურები: მამაკაცებისთვის მუქი ლურჯი და ქალებისთვის “ცხელი” ვარდისფერი. თითოეული მაისური დამშვენებულია ‘Utopic Unicorn’-ის ემბლემით – დიზაინი ეკუთვნის Canonical-ს. მაისურის უკანა მხარეს არის Ubuntu-ს ლოგოტიპი და წარწერა:  “Utopic Unicorn 14.10“.

მაისურის ფასია 11 ევრო დიდ ბრიტანეთში, 17,45 დოლარი აშშ-ში, 13,42 ევრო ევროპაში. წინა წლებთან შედარებით ცოტათი ძვირია.

PicMonkey Collage

იყიდე მამაკაცის Ubuntu 14.10 მაისური

იყიდე ქალის Ubuntu 14.10 მაისური

ubuntu-tshirt-runner

სპეცეფექტების ძალა ფილმებში (Before and After)

ET_topart21

1. ნარნიას ქრონიკები: ალიონის მპყრობელი

grid-cell-10222-1416950737-8 grid-cell-10222-1416950737-11

2. განძზე მონადირეები

grid-cell-10004-1416950653-13grid-cell-10004-1416950654-18

 

3. Z სამყაროთა ომი

grid-cell-15611-1416949042-7grid-cell-15611-1416949043-10

 

4. ენდერის თამაში

download grid-cell-15943-1416949876-17

 

5. კარგი დღე სიკვდილისთვის

grid-cell-19849-1416950076-40grid-cell-19849-1416950078-45

 

6. სამურავი: უკვდავი

grid-cell-25264-1416950309-16 grid-cell-25264-1416950310-21

 

7. გალაქტიკის მცველები

grid-cell-25967-1416949130-28grid-cell-25967-1416949132-31

 

8. რობოკოპი

grid-cell-26038-1416950253-11 grid-cell-26038-1416950254-16

 

9. შურისმაძიებლები

grid-cell-27174-1416949792-2 grid-cell-27174-1416949793-7

 

10. ნარნიას ქრონიკები: ალიონის მპყრობელი

grid-cell-30223-1416950745-7 grid-cell-30223-1416950746-10

 

11. ტრონი: მემკვიდრეობა

grid-cell-30463-1416950206-3 grid-cell-30463-1416950208-8

 

12. 300: იმპერიის აღზევება

grid-cell-30774-1416949080-11 grid-cell-30774-1416949081-14

 

13. მეფე არტური

grid-cell-30793-1416949610-9 grid-cell-30793-1416949611-14

 

14. გოძილა

grid-cell-31028-1416949089-14 grid-cell-31028-1416949090-17

 

15. იქს-ადამიანები: მომავლის განვლილი დღეები

grid-cell-31531-1416949052-9 grid-cell-31531-1416949052-12

 

16. გალაქტიკის მცველები

grid-cell-32095-1416949119-21 grid-cell-32095-1416949119-24

 

17. შურისმაძიებლები

grid-cell-337-1416950115-11 grid-cell-337-1416950117-16

 

18. 300: იმპერიის აღზევება

grid-cell-392-1416949070-19 grid-cell-392-1416949071-22

 

19. მსოფლიო ომი Z

grid-cell-5175-1416949032-0 grid-cell-5175-1416949033-3

 

20. ელიზიუმი

grid-cell-5919-1417116754-6 grid-cell-5919-1417116754-9

 

 

21. პის ცხოვრება

grid-cell-5955-1417116775-3 grid-cell-5955-1417116775-6

 

22. პის ცხოვრება

grid-cell-7082-1417116766-9 grid-cell-7082-1417116767-12

 

23. მაიმუნების პლანეტა რევოლუცია

grid-cell-7302-1416949621-2 grid-cell-7302-1416949622-5

 

24. აგურის სახლები

grid-cell-7390-1416949243-4 grid-cell-7390-1416949244-9

 

25. მალეფისენტი

grid-cell-7887-1416949109-23 grid-cell-7887-1416949110-26

 

26. გოძილა

grid-cell-7962-1416949099-4 grid-cell-7962-1416949100-7

 

27. 300: იმპერიის აღზევება

grid-cell-8434-1416949061-0 grid-cell-8434-1416949062-3

Categories
Android Linux Software

Firefox 34

firefox-banner-750x291

Mozilla-ამ გამოუშვა ახალი რელიზი, Firefox 34, რომელიც ამ დროისთვის ხელმისაწვდომია Windows, Mac და Linux დესკტოპისათვის.

მახასიათებლები

პირველი თვალშისაცემი დანამატია Firefox Hello, Mozilla-ს WebRTC მახასიათებელი. დაემატა ახალი პლაგინი, რომელიც უზრუნველყოფს ვიდეო და ხმოვანი ზარების განხორციელებას ბრაუზერში უფასოდ. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ დააკლიკო Firefox Hello ხატულას, გაუგზავნო მიმღებს შენი ლინკი, რათა შედგეს კავშირი. Firefox ექაუნთში შესვლა კი წვდომას მოგცემს სხვა ფუნქციონალთანაც. მაგალითად გექნება კონტაქტების წიგნაკი და აღარ დაგჭირდება ლინკის გაზიარება ზარის წამოსაწყებად.

hello-firefox

სხვა ცვლილებები

ვერსია 34 ამარტივებს თემებს შორის გადართვას. შესაძლებელია ლაივ პრევიუს ნახვა, გადამრთველები კი ხელმისაწვდომია Customising  გვერდზე.

firefox-theme-switcher

ამ რელიზში შეიცვალა ძირითადი საძიებო სისტემა. ბელარუსიის, კაზახეთის და რუსეთის ლოკატორებისთვის Yandex არის დეფოლტად. ახლო მომავლში გააქტიურდება Yahoo! აშშ-ის მომხმარებლებისთვის.

აშშ-ის მომხმარებლები იღებენ დაცულ HTTPS Wikipedia ძიებას საძიებო ყუთიდან.

firefox-https-search-for-wikipedia

 

განახლება შეეხო ასევე Firefox-ის მობილურ ვერსიასაც და მასშიც დიდი სიახლეებია. განახლდა სამომხმაფრებლო ინტერფეისები და დაემატა უახლესი პროტოკოლებისა და უსაფრთხოების აპრამეტრების მხარდაჭერა. გათვალისწინებული Chromecast-ის სრული მხარდაჭერაც და ახლა უკვე თქვენი საყვარელი ბრაუზერი შეგიძლიათ ტელევიზორის ეკრანზეც გადაიტანოთ.

10841453_10152874346319346_62615841_n

Firefox 34-ის გადმოწერა შესაძლებელია ოფიციალური გვერდიდან.

 

გადმოწერე Firefox 43 (Windows, Mac, Linux)

[pb-app-box pname=’org.mozilla.firefox’ name=’Firefox Browser for Android’ theme=’discover’ lang=’en’]

Categories
Android

მოდულური Project Ara-ს ევროპული ალტერნატივა 2015 წელს შემოვა გაყიდვაში

puzzlephone-konceptbild-2

Google-ის ცნობილი ინიციატივა შექმნას მოდულური სმარტფონი Project Ara შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბაზრის სხვა მოთამაშეების მიერ, რომლებმაც უკვე დაიწყეს ალტერნატივების შემოთავაზება. ფინური პროექტი PuzzlePhone გვპირდება, რომ მომავალი წლიდან დაიწყება მათი მოდულური სმარტფონის გაყიდვები, რომელიც საძიებო გიგანტის იდეებს იმეორებს, თუმცა ამას უფრო მარტივად ასრულებს და გაჯეტს არა მხოლოდ გიკებზე თვლის. პროექტის შესახებ ცნობილი გახდა ერთი წლის წინ (აღსანიშნავია, რომ PullzePhone-ის შემქმნელი კომპანია ტერიტორიულად იმავე ქალაქ ესპოოშია სადაც Nokia-ს სათაო ოფისია მოთავსებული).

PuzzlePhone საგრძნობლად ამარტივებს მოდულური ტელეფონის იდეას და ის სამ კომპონენტამდე დაყავს: სმარტფონი შეგებოდეს იქნება “ტვინისგან”, “გულისგან” და “ხერხემლისგან”. ტვინი იქნება მისი პროცესორი, გული აკუმულატორი ხოლო ხერხემალი იქნება მისი ჩარჩო, ეკრანი და დანარჩენი აქსესუარები.

მიმდინარე მომენტისთვის PuzzlePhone-ის შექმნის პროცესი მისულია მუშა პროტოტიპამდე და შემქმნელები გაყიდვების დაწყებას მომავალი წლის მეორე ნახევარში გვპირდებიან. ცნობილი გახდა, რომ სმარტფონი იმუშავებს Android საოპერაციო სისტემის მართვის ქვეს და შემოთავაზებული ეკრანების ზომა იქნება 4.3, 4.7 და 5 დიუმი. გაჯეტის ფასი ჯერ უცნობია, თუმცა გვპირდებიან, რომ ის  იაფი იქნება ვიდრე აპარატული ანალოგები.

ნახეთ PuzzlePhone სმარტფონის კონცეპტუალური იდეა:

Categories
Science

NASA-ს ახალი პილოტირებადი ხომალდი მზადაა გასაშვებად

ilvravhnogy0ojurnt7k

სასიამოვნო სიახლეებიაა NASA-გან, რომელმაც შატლის პროგრამის დახურვის შემდეგ დაასრულა მისი შემდეგი პილოტირებადი ხომალდის მშენებლობა და ის მზადაა კოსმოსში სასაშვებად. გაშვება 4 დეკემბერს შდეგბა 37-ე კომპლექსიდან და მას მძიმე რაკეტა მატარებელი გაიყვანს ორბიტაზე Delta IV. როგორც მეტეოროლოგები ამბობენ იქნება გაშვებისთვის ხელსაყრელი პირობების 60%-იანი შანსი.

კოსმოსში გამშვებ 37-ე კომპლექსში ტექნიკოსები და ინჟინერები ასრულებენ Orion/Deltas IV Heavy-ს მომზადებას, ასევე დასრულდა მუშაობა Orion-ის ეკიპაჟის მოდულის შიდა სამუშაოები. ამ გაშვებისას არავინ არ იქნება მის ბორტზე, მაგრამ ხომალდს მიაქვს უამრავი სენსორი, რომ მოახდინოს მისიის განმავლობაში ტემპერატურის და სხვა მაჩვენებლების გაზომვები. მოდული დედამიწის ზედაპირიდან 5793.64 კილომეტრის სიმაღლეზე გავა და დედამიწაზე დაშვებისთვის პარაშუტებს გამოიყენებს.

rb4oiufhwbizsevldbks

ნახეთ 4 დეკემბერს დაგაგმილი მისიის წინასწარი ვიზუალიზაციაა.

Categories
Internet Uncategorized

Twitter პირადი მიმოწერის საშუალებით ტვიტების გაზიარების საშუალებას იძლევა

 

twitter

Twitter თავის მომხმარებელს ახალ ფუნქციას სთავაზობს, რომელიც პირად მიმოწერებში ტვიტების  გაგზავნის საშუალებას იძლევა (Direct Messages, განყოფილრბაში ”მესიჯები”). ეს ინფორმაცია კომპანიის ოფიციალური ბლოგის  მეშვეობით გავრცელდა.

ტვიტების- პირად მიმოწერასა და აპლიკაცია TweetDeck -ში სხვა მომხმარებლებისთვის გასაზიარებლად საჭიროა დააჭიროთ ხატულას ”სხვა” და აირჩიოთ  «პირადი მესიჯების გაზიარება». Android -სა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებში ფუნქციით სარგებლობისათვის საჭიროა დიდ ხანს დავაჭიროთ შერჩეულ ტვიტს და ჩვენთვის საჭირო წინადადების გამოჩენის შემთხვევაში დავაკლიკოთ მასზე. ამის შემდეგ მეგობარს მოწყობილობაზე მიუვა push-ნოტიფიკაცია, ტვიტი კი გამოჩნდება პირდაპირ მიმოწერის ფანჯარაში.

original_e27bf645f5b00296680abc874e912166

ამით Twitter ახორციელებს პირადი მიმოწერის ფუნქციის გაფართოებას, რაც მას სხვა მესინჯერებისთვის კონკურენციის გაწევის საშუალებას აძლევს – აღნიშნავს ტექნოლოგიების ბლოგი TechCrunch. ცოტა ხნის წინ სოც ქსელმა ამ სფეროს განვითარებისთვის დაამატა პირად შეტყობინებებში ბმულების გაგზავნის საშუალება, გასული წლის ბოლოს კი შეტყობინებაზე სურათის მიბმის ფუნქცია.

დესკტოპური კომპიუტერების აპლიკაციები ახალი ფუნქციის მხარდაჭერას( პერსონალური კომპიუტერისა და მაკისთვის)  მომდევნო განახლებასთან ერთად მიიღებენ.

 

Categories
Linux

Budgie Desktop v8

budgie-desktop

გამოვიდა Evolve OS-ის გაუმჯობესებული Budgie Desktop.

Budgie v8

ცვლილებები მენიუში

budgie-desktop-8

Budgie Menu შედარებით ვიწრო მენიუს იყენებს დეფოლტად. ეს მენიუ აპლიკაციებს ანაწილებს კატეგორიებში, თუმცა წინანდელთან შედარებით ეს არ ხდება სახელის მიხედვით: აპლიკაციები ხშირად გამოყენებადობის მიხედვით სორტირდება. ამგვარი სორტირება უზრუნველყოფს ნაკლები დროის დახარჯვას სასურველი აპლიკაციის ჩასართავად. წინანდელი, ორპანელიანი მოწყობა კვლავაც ხელმისაწვდომი რჩება (მენიუ აპლეტებზე მარჯვენა კლიკი > Preferences).

ცვლილებები პანელზე

quicklist-support-in-budgie

Budgie-ს პანელი გამოირჩევა ცვლილებებითა და დანამატებით ფუნქციონალში:

  • პანელის ავტომატური დამალვა (არასავალდებულო)
  • Quicklist მხარდაჭერა
  • თემის ჩაბნელების მხარდაჭერა
  • აპლიკაციის მიპინვის საშუალება
  • აპლიკაციის ძიება შინაარსობრივად დაკავშირებული სიტყვებით
  • ძველი სკოლის ‘Menu Bar’ აპლეტები (არასავალდებულო)

classic-menu

სხვა ცვლილებები

მხარდაჭერილია GNOME 3.10 და შემდეგი რელიზები; გაუმჯობესებულია ანიმაციები, როდესაც ცვლი ვოლფეიფერს; განსაკუთრებულად გაუმჯობესებულია run-ის დიზაინი.

budgie-run-dialog

დააინსტალირე Budgie Desktop

Budgie 0.8, როგორც მისი წინა რელიზები, შესაძლებელია დააინსტალირო Ubuntu 14.04 LTS და Ubuntu 14.10-ზე. დესკტოპი შესაძლებელია დააინსტალირო  Unity, GNOME Shell და Cinnamon-ის გვერდით.

ინსტალაციისთვის გახსენით ტერმინალი და შეიყვეთ ქვემოთ მოცემული ბრძანებები. საჭიროებისას შეიყვანეთ თქვენი პაროლი.

sudo add-apt-repository ppa:evolve-os/ppa
sudo apt-get update && sudo apt-get install budgie-desktop

ინსტალაციის შემდეგ საჭიროა გამოხვიდეთ Unity-დან (ან იმ დესკტოპიდან, რომელსაც იყენებთ). შემდეგი სესიის გასახსენელად კი დააკლიკეთ Ubuntu-ს ლოგოს და აირჩიეთ Budgie.

select-budgie

Categories
Hardware

პატარა მოწყობილობა, რომელმაც შესაძლოა თქვენი მაუსი ჩაანაცვლოს

IndieGoGo-ზე დაიდო ახალი პროექტი Flow. პროექტში წარმოდგენილია გაჯეტი, რომელმაც შესაძლოა ჩაანაცვლოს მაუსი. მოწყობილობა შეწყვილედბა სამუშაო მაგიდასთან ან ლეპტოპთან და პროგრამირდება ხშირად გამოყენებად აქტივობებთან. ამ დროისთვის აქვს 30 აპლიკაციის მხარდაჭერა, მათ შორის: Final Cut Pro X, Photoshop, Premiere, SoundCloud, Spotify და YouTube. კომპანია აღნიშნავს, რომ მომავლისთვის Flow-ს ექნება მობილური აპლიკაციების მხარდაჭერაც. IndieGoGo-ზე პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.