Categories
Android

Remix OS – Android სამაგიდო საოპერაციო სისტემა

Remix OS - Screenshot

არ მოგესმათ, ეს ნამვილად სამაგიდო საოპერაციო სისიტემაა დესკტოპ და ლეოპტოპ მოწყობილობებისთვის. Google-მა ვერ მოიშორა Chrome OS და ჯერ კიდევ აპირებს მის განვითარებას, ამიტომაც Jide-ის გუნდი შეეცადა და წარმატებითაც შეძლო Android Lollipop დესკტოპი შეექმნა. საოპრაციო სისტემა აუცილებლად განახლდება Marshmallow-ზე და რა თქმა უნდა აქვს Google Play Services-ის მხარდაჭერა.

კომპანია ასევე გვთავაზობს პერსონალურ კომპიუტერებს ამ საოპერაციო სისტემით და ასევე საოპრაციოს სიტემის გადმოწერის საშუალებასაც, რომელიც ნებისმიერ Intel-ის პროცესორზე დაფუძნებულ კომპიუტერზე გაეშვება, მათ შორის Apple-ის მოწყობილობებზეც. საოპერაციო სისტემა ხელმისაწვდომი იქნება იანვრის შუა რიცხვებიდან ოფიცილაური საიტიდან.

წყარო: Jide

Categories
Hardware

Wi-Fi ალიანსმა ახალი Wi-Fi სტანდარტი შემოიღო IoT მოწყობილობებისთვის

Wi-Fi დღეისათვის უმთავრესი უკაბელო კავშირის საშუალებაა. საკომუნიკაციო მოწყობიობების უმრავლესობას კავშირის სწორედ ეს საუშუალება აქვს. ჭკვიანი გაჯეტები, ანუ smart კატეგორიის სათამაშოები იშვიათად იყენებენ მას ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. მწარმოებლები თავს არიდებენ Wi-Fi-ის გამოყენებას, რადგანაც მას მეტი ენერგია ჭირდება და ეს მცირე ზომის მოწყობილობებისთვის დიდი პრობლემაა, რომლებმაც ავტონომიურად ხშირად თვეები და წლებიც კი უნდა იმუშაონ. Wi-Fi Alliance-მა Wi-Fi HaLow სტანდარტის სერტიფიცირება გადაწყვიტა, რომელის საფუძველიც გახდა IEEE 802.11ah სტანდარტი.

Wi-Fi HaLow-ის მუშაობაში გამოიყენება 900 მეგაჰერცი სიხშირული დიაპაზონი. ეს საშუალებას აძლევს მოწყობილობებს უფრო დიდ მანძილზე დაუკავშირდნენ ერთამენთს, რაც ჭკვიანი სახლისათვის, ავტომობილისათვის, ჯანმრთელობის მონიტორინგის მოწყობილობებისთვის და ბევრ სხვა სფეროში ექენება გამოყენება.

HaLow-ის დაფარვის ზონა ორჯერ მეტი იქნება ვიდრე სტანდარტული Wi-Fi და ამასთან ერთად კდელიები და სხვა წინაღობა ნაკლებ პრობლემას შეუქმნის სიგნალის გავრცელებას, რაც რა თქმა უნდა გამტარუნარიანობის კომპრომისს უკავშირდება. დაგეგმილია, რომ ახალი მოწყობილობები არა მხოლოდ 800 მეგაჰერცზე იმუშავებენ და ასევე შეეძლებათ 2,4 და 5 გიგაჰერცის გამოყენებაც. ამით შეაძლებელი გახდება გარკვეული ეკოსისტემის შექმნა, რომელიც IoT გაჯეტებ საშუალებას მისცემს დაუკავშირდნენ სხვა უფრო სწრაფ მოწყობილობებს და ღრუბლოვან სერვისებს. ერთი დაშვების წერტილი შეძლებს მოემსახუროს ათასამდე განსხვავებული დანიშნულების მოწყობილობას.

ახალი სტანდარტით სერტიფიცირება  2018 წლიდან არის დაგეგმილი, მაგრამ მოწყობილობები მისი მხარდაჭერით მანამდეც გამოვა ისევე, როგორც სხვა სტანდარტების შემთხვევაში.

წყარო: Wi-Fi Alliance

Categories
Uncategorized

Nikon-ის პირველი ექშენ კამერა KeyMission 360

Nikon-მა სიურპრიზი შემოგვთავაზა CES-ზე და მისი პირველი ექშენ კამერა 360 VR ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით. ახალ კამერას KeyMission 360 ქვია და ჯერ-ჯერობით მის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. ვიცით, რომ კომპანია გამოუშვებს აქსესუარებს და შტატივებს და ის ორმ 4K UHD ვიდეოს გადაიღებს.

წყარო: TheVerge

გააციფრულეთ თქვენი ვინილები Sony-ს PS-HX500-ით

ვინილი დაბრუნდა და Sony ამ სფეროში ახალი მოწყობილობით შემოდის, ეს არის მაღალი გარჩევადობის (hi-res) ფირფიტების დამკვრელით. მუსიკის მოყვარულები შეძლებენ გააციფრულონ თავიანტი ჩანაწერები USB პორტის საშუალებით DSD ხარისხში. მას აქვს ანტი-ვიბრაციული და გადახტომისგან დაცვის სისტემა და უცნობია თუ რა ეღირება, როცა გამოვა გაყიდვაში გაზაფხულზე.

ვიდეო პრეზენტაცია დეტალებით:

https://www.youtube.com/watch?v=e2aEpncHG0Y

 

Nvidia-ს ახალი ავტომობილის კომპიუტერი წამში 24 ტრილიონ ოპერაციას ასრულებს

dsc04843

Nvidia-მ CES-ზე დააანონსა  ავტომობილის ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერი. მათი თქმით ის 24 ტრილიონ თვითშესწავლის ოპერაციას ასრულებს ყოველ წამს. ახალი კომპიუტერი Drive PX 2 ზომით ლანჩბოქსის ხელაა და აქვს 150 MacBook Pro-ს გამოთვლითი შესაძლებლობა. საუბარია ორ Tegra პროცესორზე და ორ დისკრეტული ვიდეო ადაპტერზე, რომლებიც საკმარისია მიიღოს ინფორმაცია 12 ვიდეო კამერისგან. ამის გარდა სისტემა მონაცემებს რადარისგან, ლადარისგან და ულტრაბგერითი სენსორებისგან მიიღებს.

nvidia_drive-px-2

ჯამში ეს არის კომპიუტერი რომელსაც შეუძლია წამში 2,800 გრაფკული გამოსახულების ნეიროქსელური ანალიზი. ეს საკმარისი იქნება ავტომობილისთვის, რომ მოახერხოს აკურატული ორიენტირება გზაზე, ტრასაზე და თავი აარიდოს ინციდენტებს, ცუდ მძღოლებს, მოტოციკლისტებს ან უბრალოდ ჩვეულებრივ ხელისშემშლელ ბარიერებს, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ავტონომიური მანქანებისთვის.

 

Categories
Hardware Linux

Turris Omnia – როუტერი ღია კოდით

მძიმეა და მოსაწყენი, როცა უყურებ თანამედროვე როუტერებს, განსაკუთრებით ძვირ მოდელებს. მოწყობილობის ყიდვის შემდეგ გიკი პირველ რიგში გირჩევთ შეცვალოთ პროგრამული უზრუნველყოფა (firmware) ალტერნატიულით, ქარხნულის არასტაბილურობის გამო, ხოლო ზოგიერთს კი უწევს შეეგუოს მოცემულობას. საშინაო ქსელური მოწყობილობების დიდი უმრავლეოსბა ნაკლებ ყურადღბას აქცევენ უსაფრთხოებას, ძალიან გვიან აახლებენ სოფტს და ხშირ შემთხვევაში ძალიან სწრაფად ხსნიან მოდელის მხარდაჭერას.

CZ.NIC-ის გუნდმა ჩეხეთიდან მშვენიერი მარშრუტიზაციის დემონი BIRD შექმნა და ახლა ისინი გვთავაზობენ მძლავრ საშინაო როუტერს, რომელიც არ დაიხრჩობა გიგაბიტიანი ტრაფიკისგან, აქვს დიდი ROM და RAM, რომ მასზე შესაძლებელი იყოს გავუშვათ ნებისმიერ რამ, მათ შორის LXC და Docker-კონტეინერები, სრულყოფილი საოპერაციო სისტემით, რომლიც მხარდაჭერილია Open Source და Open Hardware საზოგადოების მიერ. განახლებები ავტომატური იქნება, მომხმარებლის ჩარევის გარეშე და მოხდება მყესეულად, როგორც კი დეველოპერები დახურავენ ამა თუ იმ უსაფრთხოების ხვრელს. ამის გარდა ავტორებს აქვთ honeypot-ის მხარდაჭერა, რომელიც როუტერების სიმულაციას აკეთბენ მათ სერვერებზე, რითაც მიმდინარე ხვრელების მონიტორინგი ხდება.

Turris Omnia:

  • პროცესორი Marvell ARMADA 385, 2-ბირთვიანი ARMv7 Cortex A9 @ 1.6 GHz, 1 МБ L2-ქეში
  • 1 გბ DDR3 RAM
  • 4 გბ ჩაშენებული მეხსიერება, mSATA სლოტი (დამატებით)
  • 5 გგიბაიტიანი Ethernet LAN-პორტი
  • 1 იგაბიტიანი Ethernet WAN-პორტი
  • 2 USB3.0-პროტი
  • 2 პორტი Mini PCI Express
  • 3×3 MIMO 802.11ac (დამატებით)
  • 2×2 MIMO 802.11b/g/n (დამატებით)
  • SFP
  • SIM-ბარათის სლოტი
  • RTC აკუმლატორით
  • კრიპტოჩიპი კრიპტომდგრადი ენტროპიის გენერაციისთვის.
  • GPIO, I²C, SPI

მარშრუტიზატორი მუშაობს Turris OS-ის ბაზაზე, რომელიც ცნობილი OpenWRT-ის ფორკია. ავტორები გვპირდებიან, რომ მათ მიერ დამატებული ფუნქციონალის ბექპორტი აუცილებლად მოხვდება ორიგინალურ პროექტში.

მისი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია Indiegogo-ს გვერდზე 99$ მხოლოდ პლატის სახით, ხოლოდ სრული მოდელი 179$ ღირს, რა თქმა უნდა WiFi მოდულებით.

მიმდინარე მომენტისთვის პროექტი 466%-ით დაფინანსდა და შეაგროვა 466,469 $ შეაგროვა.

წყარო: Indiegogo

Categories
Samsung

Samsung-ის ცხელი აგვისტოს ჰიტები

Samsung-Unpacked-2015

აგვისტოს ლაივზე Samsung-მა ყველა მოსალოდნელი და მოულოდნელი სიახლეებიც ამცნო ფართო საზოგადოებას. Galaxy  Note 5, Galaxy S6 Edge+და კიდევ მრავალი საინტერესო დეტალი, მოდით მივყვეთ თანმიმდევრობის მიხედვით.

Galaxy Note 5

galaxy-note5

ახალი Galaxy Note ყოველ შემოდგომაზე გამოდის, თუმცა მეხუთე თაობის ნოუთი ცხელი ზაფხულის სიახლე გახდა. შესაძლოა Samsung-მა იჩქარა უმთავრესი კონკურენტის გადასწრების მიზნით ან თუნდაც იმიტომ, რომ Galaxy S6-ის გაყიდვებმა არ გაამართლა მოლოდინები? ვინ იცის. ფაქტია, რომ ჩვენს წინაშეა მშვენიერი ახალი პროდუქტი, რომელიც Galaxy S6-ის სტილშია შესრულებული და აქვს 5,7 დიუმიანი QHD ეკრანი, Exynos პროცესორი, განახლებული S Pen სტილუსი,  4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ხელმისაწვდომია 32 ან 64 გიგაბაიტი მონაცემთა საცავით.

მთავარი კამერა შესანიშნავი 16 მეგაპიქსელიანი სენსორია ოპტიკური ტაბილიზაციით. სამწუხაროა, რომ მას არ აქვს მოხსნადი აკუმლატორი და ის მხოლოდ 3000 მილიამპერია მოცულობით, ასევე არ არის microSD ბარათების სლოტიც, როგორც Galaxy S6/S6 Edge-ში.

Galaxy Edge+

galaxy-s6-edge-plus

 

მათთვის ვისაც ორიგინალური Galaxy S6 Edge თვალში ეპატარავებოდა Samsung-მა უფრო დიდი ვარიანტი შექმნა. ახალი GS6 Edge+ ნამდვილად უფრო დიდი და უკეთესია ვიდრე წინამორბედი. ეკრანის ზომა 5,1 დიუმიდან 5.7 დიუმამდე გაიზარდა, იგივე რაც Note 5-ში თუმცა მომრგვალებული ნაპირებით. გაიზარდა აკუმლატორის მოცულობა 155-ით და გახდა 3000 მილიამპერი. Samsung-ის სწრაფი დამუხტვის უკონტაქტო ტექნოლოგია 1.4-ჯერ უფრო სრაფად დამუხტავს სმარტფონს.

SAMSUNG PAY

samsung-pay

Samsung Pay-ს ყველა ელოდა, ფაქტია რომ ის მას ჯერ კიდევ ელიან. მაგრამ უკვე ცნობილია რომ სამხრეთ კორეაში 20 აგვისტოდან და შეერთებულ შტატებში 20 სექტემბრიდან შემოვა.  მოგიანებით სერვისი დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში და ჩინეთში გახდება ხელმისაწვდომი. Samsung Pay იმუშავებს S6 სერიის და Galaxy Note სმარტფონებზე. სერვისი ეყრდნობა NFC და Magnetic Secure Transmission ტექნოლოგიებს.

GEAR S2

gear-s2

ეს მხოლოდ ანონსია, მაგრამ Samsung შეგვპირდა, რომ ახალი Gear ჭკვიანი საათი IFA-ზე იქნება ბერლინში წარმოდგენილი. Gear S2 მრგვალი საათია – პირველი რალურად მგრვალი Samsung-ის ჭკვიანი საათი და როგორც წინამორბედი მუშაობს Tizen OS-ზე და არა Android Wear-ზე ამიტომაც მხოლოდ Samsung-ის მწოყობილობებთან იქნება თავსებადი.

KEYBOARD COVER

keyboard-cover

სწორედაც BlackBerry-ს მოყვარულთათვის და მათთვის ვისაც ჯერ კიდევ უჭირს თაჩ კლავიატურასთან შეგუება, კომპანიამ გამოუშვა შესანიშნავი ქავერ კლავიატურა, რომელიც ახალ Note 5-თან და S6 Edge+-თან არის თავსებადი. ის ფიზიკური კლავიატურაა, თუმცა ეკრანზე შეხებით გადასცემს ღილაკებზე დაჭერას და ამიტომაც არ საჭიროებს სმარტფონთან მიერთებას ან უკაბელო კავშირს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Categories
Science

NASA-მ დედამიწა 2.0 აღმოაჩინა

e5c6739957fdfe4821abd0b5cab0
“დედამიწა 2.0”  – ზუსტად ასე ეძახიან არაფორმალურად ეგზოპლანეტას ანუ პლანეტას Kepler-452b, რომელიც განთავსებულია მზის სისტემის საღვრებს მიღმა და ვარგისია სიცოცხლისათვის. ორბიტალური ტელესკოპის “კეპლერის” მიერ აღმოჩენილი პლანეტა G2 სპექტრალური კლასის ვარსკვლავის გარშემო “ბინადრობის ზონაში” ბრუნავს, ის 6 მილიარდ წელზე მეტი ასაკისაა და მასზე შესაძლებელია იყოს წყალი და სიცოცხლეც კი. პლანეტის დიამეტრი 60%-ით მეტია ვიდრე დედამიწა თუმცა შემადგენლობა და შემცვლეობა ჯერ-ჯერობით უცნობია. Kepler-452b სავარაუდოდ მთაგორიანია და თავისი მზის გარშემო წრეს 385 დღე-ღამეს ანდომებს.
9e10083e3d78f0db0182780f93ea
Kepler-452-ის მზე გედის თანავარსკვლავედშია და 1400 სინათლის წლით არის დაშორებული ჩვენგა. ის მზეზე 1.5 მილიარდი წლით უფროსია და აქვს იგივე ტემპერატურა, თუმცა 20%-ით უფრო კაშკაშა და 10%-ით დიდია დიამეტრში ვიდრე ჩვენი სისტემის მზე. Kepler-452 თავისი მზისგან გაცილებით უფრო შორსაა ვიდრე დედამიწა მზისგან, მაგრამ მასზე ტეპერატურა იგივე დიაპაზონებშია, როგორც ჩვენთან.
სატელიტი-ტელესკოპი “კეპლერი” 2009 წლის მარტში გაუშვეს და მიმდინარე მომენტისთვის აღმოჩენი ლაქვს 4696 ეგზოპლანეტის კანდიდატი და მათგან მხოლოდ 1030-ია დამოწმებული.

HP პირველ Windows 10 პლანშეტს გამოუშვებს

ded2be23a21fd634f8ef6a0ab3be

HP-ის ახალი პლანშეტი, რომელიც Windows 10 საოპერაციო სისტემის მართვის ქვეშ მუშაობს უკვე აგვისტოში გამოვა. Pro Tablet 608 შემუშავებულია როგორც კორპორაციული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ვიდეოკონფერენციებისთვის, დოკუმენტების რედაქტირებისთვის და ბიზნეს-აპლიკაციებისთვის.

045da94b880c3a3f6a634cca4b9d

ტაბლეტს აქვს 8 დიუმიანი HD ეკრანი 2048×1536 გაფართოებით და  გარემოს განათების სენსორით, რომელსაც სიკაშკაშისა და კონტრასტის ავტორეგულაციისთვის იყენებს. აქვს ორი მიკროფონი და წინა დიმენამიკები და Dolby DTS Studio Sound და ხმაურის ბლოკირების სისტემა, რომელიც გაგრძნობლად აუმჯობესებს ხმის ხარისხს ონლაინ ურთიერთობისას. პლანშეტს ორი კამერა აქვს: წინა ვიდეოზარებისასთვის და 8 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის.

 

 

მოწყობილობის წინა 450 გრამია და 8.35 მმ. სისქისაა. ეკრანის განზომილებების თანაფარდობა 4:3-ზეა, რაც დოკუმენტების რედაქტირებისთვის უფრო კომფორტულია და სრულ ეკრანზე რედაქტირებისას 35%-ით უფრო მეტი კონტენტი თავსდება ვიდრე 16:9-ზე შეფარდებისას. HP Pro Tablet 608-ის ეკრანს იცავს Corning Gorlla Glass 4 ტექნოლოგია, ხოლო კორპუსი გამაგრებულია მეტალის ელემენტებით. აღსანიშნავია, რომ მა 120 000 საათიანი გამძლეობის ტესტი გაიარა.

ტაბლეტი მუშაობს Intel Core Atom Quad Core Z8500 პროცესორზე, 4 გიგაბაიტი ოპერატიულ და ჩაშენებული 128 გიგაბაიტი  eMMc  მეხსიერებაზე. როგორც ხედავთ მისი ტექნიკური მონაცემები საგრძნობლად აღემატება Windows 10-ის მინიმალურ მოთხოვნებს.

აკუმლატორის მოცულობას მწაროებელი არ აზუსტებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ დატენვის გარეშე ის 8 საათს იმუშავბს. საბაზისო მოდელი აღჭირვილია Wi-Fi ადაპტერით, თუმცა ხელმისაწვდომი იქნება 3G და 4G მოდულის მქონე მოდელებიც.  ტაბლეტს აქვს უახლესი USB-C პორტი, რომელიც სწრაფ დამუხტვასა და ინფორმაციის მაღალი სიჩქარით გადაცემას უზრუნველყოფს ასევე არის კლავიეტურის მიერთებისა და ხელნაწერით შეყვანის საშუალებაც.

 

Categories
Uncategorized

Nokia-ს Here Maps-ს Audi, BMW და Mercedes შეისყიდის

Here-maps-624x351

როგორც The Wall Street Journal გვატყობინებს, რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ Audi, BMW და Daimler AG – Mercedes-ის დედობილი კომპანია შეთანხმდნენ Nokia Here Maps-ის შესყიდვაზე. ჯერჯერობით შესყიდვის ფასი საჯაროდ არ არის დადასტურებული, მაგრამ როგორც გავრცელდა თანხა 2.5 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. სატრანსპორტო კომპანია Uber-ს ერთ დროს აინტერესებდა Here Maps-ის შესყიდვა, მაგრამ როგორც გაირკვა აუქციონზე მათ ფასი არ შეუთავაზებიათ.

Journal-ის თანახმად კომპანიების ტრიო თავისთვის Here Maps-ს არ შეინახავს. Audi, BMW და Daimler გეგმავენ სხვა კომპანიებთან წილის გაყოფას. ეს შესაძლებლობას მისცემს მათ გარდა სხვა ავტო მწარმოებლებს უპოვონ Google Maps ალტერნატივა.